საავტომობილო გადამზიდავებისთვის ავტოპარკის გასახადი 2.7 ჯერ იზრდება

საავტომობილო გადამზიდავებისთვის ავტოპარკის გასახადი 2.7 ჯერ იზრდება

access_time2022-05-08 12:00:22

საავტომობილო სატვირთო გადამზიდავები, ქვეყნის დატოვებისას, საზღვარზე 14 მაისიდან  30 ლარის ნაცვლად 80 ლარს გადაიხდიან. ამის შესახებ გადამზიდავებს აცნობებენ ამ ტიპის განცხადებებით, რომლებიც საბჟოებზე ავტოპარკებშია გამოკრული. ეს ფოტო "კომერსანტს" ერთ-ერთმა გადამზიდავმა მოაწოდა.


"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში" ამ სიახლეზე ინფორმაცია აქვთ. მათაც, ჩვენს მსგავსად, ავტოპარკში გამოკრული განცხადების ფოტო თავად გადამზიდავმა მიაწოდა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასეთი დაუსაბუთებელი გაძვირება დაუშვებელია. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს განცხადების გაუმართავ ფორმაზე და ჩვენთან საუბარში დასძენს, რომ ქვეყანას უვიცები მართავენ.

გარდა ამისა, ცაგარეიშვილი "კომერსანტს" უხსნის, რომ ქართული მხარის მიერ ტარიფის გაზრდის საპასუხოდ, თურქული მხარეც გააძვირებს ტარიფს და გამოვა, რომ ქართველი გადამზადავი, რომელიც ორივე მხარეს იხდის გადასახადს, 60 ლარის ნაცვლად, 160 ლარს გადაიხდის თურქეთში ტვირთის შეტანაზე. ცაგარეიშვილი ამტკიცებს, რომ სომხური მხარეც გაზრდის ტარიფს. ეს ყველაფერი კი ექსპერტის შეფასებით, დააწვება საავტომობილო გადამზიდავს, ანუ მცირე მეწარმეს და ეს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პოლიტიკა. ექსპერტისთვის გაუგებარია, რა ეკონომიკურ გაანგარიშებას შეიძლება ემყარებოდეს  გადასახადის 2.7 ჯერ გაძვირება.



რა ხდება ძარცვაა???? ჯერ თუ განცხადებაა, გაუმართავად წერია, შეიძლება წერა კითხვის უცოდინარებმა მართონ ქვეყანა???? რა მოყვება ამ გაძვირებას? - თურქეთის მხარე, პასუხად, მეორე დღესვე აწევს გადასახადს და გაუტოლებს 80 ლარს, გამოვა, რომ ქართული მხარე, რომელიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული თურქეთში განახორციელოს დატვირთვა, გადაიხდის ორივე მახარეს და მოუწევს 160 ლარის გადახდა ნაცვლად 60 ლარისა. პარკის გადასახადი, საქართველოდან სომხეთის მხარეს არსებობს, მაგრამ სომხეთიდან - საქართველოში არ არსებობას, ამიტომაც სომხური მხარეც დააწესებს ანალოგიურ გადასახადს.
ვის დააწვება ეს გადასახადი საავტომობილო გადამზიდავს - ანუ მცირე მეწარმეს, ეს არის მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა????
რა ეკონომიკურ გაანგარიშებას ემყარება გადასახადის 2.7 ჯერ გაძვირებას ???? არსებობს რაიმე დასაბუთება?
- აცხადებს ექსპერტი "კომერსანტან".

კომერსანტი შეეცადა გადაემოწმებინა იფორმაცია. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით, ავტოპარკის ღირებულება 20 წუთზე მეტი ხნით დგომისას ავტომობილის გამწევისთვის და მისაბმელისთვის ცალც-ცალკე 45 ლარია, ჯამში, ერთი სტანდარტული სატვირთო ავტომობილისთვის ავტოპარკში დგომის საფასური  90 ლარი გამოდის. 


ჩვენ შევეცადეთ შემოსავლების სამსახურთან, ამ საკითხში გარკვევის მიზნით, დაკავშირებას, თუმცა უწყებაში დღეს დასვენების დღეა და ხვალ დარეკვა გვირჩიეს. ცხელ ხაზზე კი ჩვენს კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცეს.

თავის მხრივ, "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრშიც" დაგვპირდნენ  ამ საკითხის შესწავლას და პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაქსიმალურად ოპერატიულად, შევეცდებით გაგარკვიოთ დეტალებში.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up