საავტომობილო გზების დეპარტამენტი: გრემისხევის თემში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: გრემისხევის თემში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

access_time2021-09-15 12:10:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანში მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.



„საავტომობილო გზა სათავეს იღებს დუშეთის რაონის სოფელ მჭადიჯვარიდან და მიყვება მდინარე ნარეკვავის ხეობის ზედა ნაწილს გრემისხევის თემის დასახლებულ პუნქტებამდე. გზა ემსახურება გრემისხევის თემის 11 სოფლის მოსახლეობას, ადგილობრივ სახნავ-სათესებს და სატყეო მეურნეობას. გასულ საუკუნეში გრემისხევის თემი საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი დასახლება იყო. დღეისათვის კი სოფლები დაცლის პირასაა, რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა სახელდებოდა.



ამ ეტაპზე სამშენებლო ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გაბიონის კედლების, რკინაბეტონის სწორკუთხა და მრგვალი მილების, საყრდენი კედლების და კიუვეტების მოწყობას. ამასთან, სოფელ მიქელიანის დასახლებულ პუნქტში დაიგო ასფალტის საფარი (ქვედა ფენა). აქტიურ ფაზაშია საგზაო სამოსის საფუძვლის მოწყობა, ხოლო უახლოს დღეებში იგეგმება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და წლის ბოლომდე დასრულება.




საავტომობილო გზის 11.4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, დასახლებულ მონაკვეთზე კი მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ტროტუარები და რკინაბეტონის ღარები. ვინაიდან არსებული გზის საფარი გრუნტიანი იყო და გზაზე ფაქტიურად არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტში განისაზღვრა მთელი რიგი სამუშაოები საავტომობილო გზის მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად (ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, სასიგნალო ბოძკინტები, საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშოები).



პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მილიონი ლარით ფინანსდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up