საავტომობილო გზების დეპარტამენტი N4 ზონაში არსებული გზების შეკეთებისთვის დამატებით 1,5 მილიონ ლარს გადაიხდის

საავტომობილო გზების დეპარტამენტი N4 ზონაში არსებული გზების შეკეთებისთვის დამატებით 1,5 მილიონ ლარს გადაიხდის

access_time2023-02-24 19:30:44

საავტომობილო გზების დეპარტამენტი N4 ზონაში (ზონა მოიცავს ქალაქ რუსთავის, მცხეთის, დუშეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს) არსებული გზების შეკეთებისსთვის დამატებით 1,5 მილიონ ლარს გადაიხდის. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2021 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შპს “გზა და ხიდი “ ახორციელებს №4 ზონაში შემავალ საავტომობილო გზებზე მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) და ზამთრის შენახვის სამუშაოებს, რომლის საკონტრაქტო ღირებულება შეადგენს 8 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა - 24 თვეს, რომელიც სრულდება 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში.

თუმრაღა სახელშეკრულებო ღირებულება პრაქტიკულად ამოწურულია (2023 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, ჯამურად, შესრულებულია 8 331 794,98 ლარის ღირებულების სამუშაოები), ხოლო დარჩენილი 168 205,02 ლარი არ არის საკმარისი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი მოცულობის და დასახელების სამუშაოების საწარმოებლად.

„ხელშეკრულების ფარგლებში, დაგეგმილ ვადაზე ადრე თანხების ამოწურვა გამოიწვია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კლიმატური პირობების მკვეთრმა გაუარესებამ, ჭარბმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ, რის გამოც, ზონაში შემავალი გზების უმეტეს მონაკვეთებზე, საჭირო გახდა 24 საათიანი მორიგეობის გრაფიკით, დიდი მოცულობის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და ქვიშა-მარილის ნარევის ინტენსიური გამოყენება, რაც, ამჟამადაც მიმდინარეობს“, - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.



აღსანიშნავია ისიც, რომ N4 ზონაში შემავალ საავტომობილო გზებზე მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) და ზამთრის შენახვის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს განხორციელდა რიგი საორგანიზაციო საკითხები, კერძოდ: გადაანგარიშდა და ექსპერტიზა ჩაუტარდა შესასრულებელი სამუშაოების ერთეულის ფასებს, დაზუსტდა სამუშაოების საორიენტაციო სახელშეკრულებო ღირებულებები და ზონაში შემავალ 4 მუნიციპალიტეტთან ერთობლივი შესყიდვის განხორციელების მიზნით, გაფორმდა მემორანდუმი. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებულია ერთობლივი ელექტრონული ტენდერი NAT230003831, სადაც, წინადადების მიღება სრულდება მიმდინარე წლის 20 მარტს.


„თუ გავითვალისწინებთ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, კერძოდ, მოქმედი ხელშეკრულების ღირებულების ამოწურვას, ასევე იმ ფაქტს, რომ სატენდერო პროცედურების შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენას და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას დასჭირდება გარკვეული დრო, საჭიროა დროებითი მოვლა-შენახვის სამუშაოების დაუყოვნებლივ შესყიდვა, რათა, ზონაში შემავალ საავტომობილო გზებზე, უწყვეტად, შენარჩუნებული იქნას მოძრაობის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება“, აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up