დაბალი ხარისხი და ფალსიფიკაცია - რა მდგომარეობაა საავტომობილო ზეთების ბაზარზე

დაბალი ხარისხი და ფალსიფიკაცია - რა მდგომარეობაა საავტომობილო ზეთების ბაზარზე

access_time2021-12-09 14:00:05

საქართველოში საავტომობილო ზეთის იმპორტი და მოხმარება წელს თითქმის არ გაზრდილა. 2020 წელთან შედარებით, როცა ეკონომიკაში დიდი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო, 2021-ში მოხმარების დაბალო დონე საკმაოდ დამაფიქრებელია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამის მიზეზად საცხებ-საპოხი მასალების დაბალ ხარისხს მიიჩნევს და დასძენს ფალსიფიკაციის საფრთხეზეც, რაც მისი თქმით, ირანული ზეთის ხარისხს უკავშირდება.



„საავტომობილო ზეთის ბაზარზე საკმაოდ ნეგატიური მოცემულობაა. ეს ჩანს როგორც 10 თვის მონაცემის მიხედვით, ასევე ნოემბრის ტენდენციითაც. ის ერთადერთი ნავთობპროდუქტია, სადაც 2021 წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტი თითქმის თანაბარ დონეზეა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, კლება 10%-ს აჭარბებს, 11 თვის მონაცემით კი 16%-ს აღემატება, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი-ნოემბერი). საქმე ისაა, რომ საავტომობილო ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებელი გახდა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რაც მიუთითებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კვლავინდებურად მომრავლებული და დიდი მოცულობითაა წარმოდგენილი უხარისხო საავტომობილო ზეთი. შარშან იგი იმპორტში ოთხეულს მიღმა იყო, წელს პირველ ადგილზე მოექცა, რაც დამაფიქრებელი ტენდენციაა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობითაა უხარისხო, არასათანადო ხარისხის და სტანდარტის პროდუქტი იყიდება. გარდა ამისა, საავტომობილო ზეთის ბაზარზე ფალსიფიკაციაც, სავარაუდოდ, მაღალ დონეზეა“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“.

 


მთვრალაშვილი ასევე განმარტავს, რომ სინამდვილეში საავტომობილო ზეთი მაღალტექნოლოგიური წარმოების შედეგად მიიღება და იაფი ვერ იქნება. მისივე თქმით, ასეთ ფონზე ირანული პროდუქტის ხვედრითი წილის ზრდა ბაზარზე დაბალფასიანი პროდუქტის რაოდენობის ზრდაზე მიგვანიშნებს.

 


რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,51 ათასი ტონა, რაც 0,18 ათასი ტონით, ანუ 10,6%-ით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან (1,69 ათასი ტონა) შედარებით და 0,16 ათასი ტონით, ანუ 9,6%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის (1,67 ათასი ტონა) მონაცემებს.



მიმდინარე წლის ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,34 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,5%-ს შეადგენს.



რაც შეეხება იმპორტს წლიურ ჭრილში, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტობრივად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით. 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 2,86 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,7%-ს შეადგენს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up