არაბეთის გაერთიანებული საამიროები, კონკრეტულად კი რას ელ-ხაიმას საამირო 31 დეკემბერს ფოიერვერკების გაშვებაში ორი მსოფლიო რეკორდის დამყარებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რას ელ-ხაიმას საამიროს ტურიზმის განვითარების დეპარტამენტი ავრცელებს.
გრანდიოზული შოუ კუნძულ მარჯანსა და ალ-ჰამრას ზონას შორის სანაპირო ზოლზე გაიმართება. საამიროს ხელისუფლება აპირებს გააუმჯობესოს ამჟამინდელი რეკორდი ნომინაციაში „დრონების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომლებიც ფოერვერკებს ერთდროულად უშვებენ“ და დააწესოს ახალი ნომინაცია „ფოერვერკი უმაღლეს წერტილში მყოფი დრონიდან“. ფოიერვერკი 12 წუთს გაგრძელდება.
საახალწლო შოუს საყურებლად იდეალური ადგილი იქნება კუნძულ მარჯანის მოპირდაპირე პლატფორმიდანაც. მისი ნახვა ასევე შესაძლებელია სანაპირო ზოლის ნებისმიერი სასტუმროდან მარჯანიდან ალ-ჰამრამდე.
რას ალ-ხაიმას საამირო ფოიერვერკის წყალობით უკვე რამდენჯერმე შევიდა გინესის რეკორდების წიგნში.