„ფლანგვის დეტექტორი“ მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, საახალწლო განათებები თბილისში 6-ჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე ჰელსინკიში. ეს იმ დროს როცა ფინეთის მოქალაქე ქართველზე 10-ჯერ მდიდარია.
ჰელსინკის მერიამ საშობაო ილუმინაციებსა და ნაძვის ხეზე - 130,000 ევრო დახარჯა. თბილისის მერია ამავე მიზნებით, დაახლოებით 2.3 მილიონ ლარს ხარჯავს.
„თბილსერვის ჯგუფმა“ წინასაახალწლოდ 6 ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც 5 უკონკურენტო გარემოში ჩატარდა.
განათებების გარდა, თბილისის მერიამ შობა-ახალი წლის ღონისძიებების ჩასატარებლად, 5 მილიონი ლარი, გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯა.