შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამის შესახებ ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.
„სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.