საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა

საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა

access_time2021-12-24 22:39:27

საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა.


დედაენის ბაღში გამართულ საღამოზე წარმოდგენილი იყო საბავშვო მუსიკალური პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტ „რანინას“ ბავშვები, ასევე გაიმართა კოსტიუმირებული წარმოდგენა „მოძრაობის თეატრის“, ანიმატორების, ელფების, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებისა და ოჩოფეხებზე შემდგარი არტისტების მონაწილეობით.



ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ესწრებოდა.



მერის მოადგილის განცხადებით, საახალწლო სოფელი პანდემიიდან გამომდინარე ვრცელ სივრცეზე მოეწყო, რაც იძლევა საშუალებას, რომ სტუმრები სხვადასხვა ადგილზე გადანაწილდნენ.



„როგორც ხედავთ, აქ არის ყველანაირი აქტივობა ჩვენი პატარებისთვის, ასევე, საღამოს გვექნება კულტურული პროგრამა, ასე რომ, ყველა ასაკის სტუმრებისთვის გვაქვს სხვადასხვა აქტივობები დაგეგმილი. ზოგადად, აქამდე ასეთი მასშტაბური საახალწლო სოფელი არ გაკეთებულა. პანდემიიდან გამომდინარე, ვეცადეთ დიდი სივრცე აგვეთვისებინა, რომ ბევრ ადამიანს არ მოეყარა თავი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.




საზეიმო ცერემონიაზე თოვლის ბაბუამ და სანტა კლაუსმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ამავე სფეროების წლის ყველაზე წარმატებული ბავშვები წარადგინეს. კერძოდ, მუსიკალური პროექტის, „რანინას“ გამარჯვებული, მომღერალი ნიკა ქაჯაია, ფოლკლორისტი ნუგო სულამანიძე, ტანმოვარჯიშეები - ლიზი დოლიძე, ელენე ზედელაშვილი, ბარბარე ჩქვანავა, მუსიკოსი ცოტნე ზედგენიძე, მოჭადრაკეები - ანდრია კვირიაშვილი, ერეკლე ტაბატაძე, ბარბარე ჭიოკაძე, პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილე მოცეკვავე ტასია ჟოუ, „პატარების დიდი შოუს“ მონაწილე ექსპერიმენტატორი აფინა ბიგვავა, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საქართველოსა და თბილისის 12 წლამდე ასაკის ჩემპიონები.



საახალწლო სოფელში სპეციალურად მისთვის მოწყობილ სახლში თოვლის ბაბუა დღესვე შეუდგა პატარების მიღებას, საზეიმო საღამო კი კონცერტით გაგრძელდა.



საახალწლო სოფელი 14 იანვრამდე იფუნქციონირებს ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები და დეკორირებული ნაძვის ხე.



დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა, საბავშვო-გასართობი შოუები, კონცერტები და ვორქშოფები, ხოლო საღამოს უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.



საახალწლო სოფელი 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.



ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up