საახალწლოდ Inn Group-ის სასტუმროები 100%-ით დატვირთულია

საახალწლოდ Inn Group-ის სასტუმროები 100%-ით დატვირთულია

access_time2021-12-30 11:00:07

კომპანია Inn Group საახალწლო სეზონს  სრული ჯავშნებით ხვდება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას ინფორმაციით, 2022 წელს მზარდ ტენდენციას თუკი შეინარჩუნებენ, სექტორი სრულად აღიდგენს ძალებს. ცხადია, ამის მთავარი პირობაა, რომ მომავალ წელს პანდემიის დამარცხება გახდეს შესაძლებელი, რის შემდეგაც ტურიზმს 2019 წლის მაჩვენებლებთან დაბრუნება არ გაუჭირდება.



ერეკლე კოკაიას ინფორმაციით, ახალი წლისთვის ჯგუფში შემავალი სასტუმროები გუდაურსა და ბაკურიანში სრულად დაჯავშნილია.

 


„2021 წელი ტურისმის ინდუსტრიისთვის გამოწვევებით სავსეა. სახელმწიფომ ზაფხულიდან დაიწყო  ტურიზმის აღდგენა, ტემპი საკმაოდ დადებითი იყო, შედეგმა ჩვენ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იძლევა იმედს, რომ 2022 წელს პროგნოზი გამართლდება და, დიდი ალბათობით, ტურიზმი სრულად აღიდგენს ძალებს. რაც შეეხება შემოდგომას, ისედაც რთული სეზონია და წელს განსაკუთრებულად მძიმე იყო ძირითადად თბილისის და სხვა ქალაქების სასტუმროებისთვის. შედარებით უკეთესად მუშაობდა ტურისტული რეგიონები, უფრო ბაკურიანი. რაც შეეხება ზამთარს, ამ ეტაპისთვის სიტუაცია მეტნაკლებად ჯანსაღია. ახალი წელი განსაკუთრებით, ორივე - ,,გუდაური ინნ“ და ,,ბაკურიანი ინნ“  საახალწლოდ 100%-ით არის დაჯავშნილი. ახალი წლის პირველ კვირაში ადგილები არ გვაქვს დარჩენილი. გუდაურის შემთხვევაში,  ძირითრადად, უცხოელები ლიდერობენ. ესენი არიან დამსვენებლები   ისრაელიდან, ბალტიის და დსთ-ის ქვეყნებიდან, საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი ბაზარი არ არის. რაც შეეხება ბაკურიანს, ძირითადად ადგილობრივი დამსვენებელი აქტიურობს“, - ამბობს ,,კომერსანტთანერეკლე კოკაია.

 


რაც შეეხება მიმდინარე წლის გამოწვევებს,  Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პრობლემა გამოიწვია მეზობელი ქვეყნების მხრიდან სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვამ, რის გამოც ტურისტების შემოსვლა შეიზღუდა.

 


,,მზარდი ტენდენციის მიუხედავად,  წლიურად საშუალოდ გაცილებით ნაკლები ადამიანი შემოვიდა, ვიდრე 2019 წელოს, რაც მოსალოდნელი იყო. ყველაზე მეტი დაბრკოლება შექმნა იმან, რომ მეზობელმა ქვეყნებმა არ გაგვიხსნეს  საზღვარი, მხოლოდ ცალმხრივად გაიხსნა, რაც, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. ბევრი რამ ჩვენზეც არ არის დამოკდიებული. პანდემიამდე  ტურისტების უმეტესობა შემოდიოდა სახმელეთო გზით და წელს შეიცვალა ეს მოცემულობა, ამან ტურისტულ ნაკადებზეც იმოქმედა“, - დასძენს კოკაია.


 


,,კომერსანტთან“ მან ასევე „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის ეფექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  „მწვანე საშვის“ მექანიზმის   გამო ჯავშნები არ შემცირებულა, განსაკუთრებით უცხოეთიდან, საიდანაც ადამაინები ისედაც ამ დოკუმენტის გარეშ ვერ შემოდიან. რაც შეეხება ადგილობრივ ვიზიტორებს, ისინი  ახალი სისტემის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

 


,,მწვანე პასპორტის“ უცხოელებისთვის პრობლემა ისედაც არ არის, ვაქცინირებული არიან და კანონით ,,პისიარ ტესტის“ წარდგენა ევალებათ. ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია არ შეცვლილა.  ცვლილება უფრო მეტად შეეხო ადგილობრივებს, ყველა წინასწარ გავაფრთხილეთ, თუმცა ის ხალხი, ვინც მოძრაობაშია და ჯავშანს აკეთებს, ,,მწვანე პასპორტს“ ისედაც ფლობს“, - ამბობს ერეკლე კოკაია.



 რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გაზრდილია, ტარიფები შეინარჩუნეს.



რაც შეეხება ტურიზმის პერსპექტივას, კოკაიას აზრით, თუკი ბიზნესი პანდემიასთან თანაცხოვრებას ისწავლის,  სავსებით შესაძლებელია 2022 წელს სექტორი 80-90%-ით აღდგეს.

 


,,2022 წლის პერსპექტივა რეალურად ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის გლობალურ ფაქტორებზეც, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი პანდემიის დასასრული იქნება. შესაბამისად, მეტი ადამიანი აიცრება  მსოფლიო მასშტაბით და ტურიზმი უფრო სწრაფი ტემპით აღდგება. ამის იმედს მაძლევს ის გარემოებაც, რომ ზაფხულის ჯავშნებსაც კი ვიღებთ უკვე, მცირეს, მაგრამ ტენდენცია მაინც შესამჩნევია. მთავრობის გადაწყვეტილებამ საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში ბევრი ტურისტი შემოიყვანა. კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით  მომავალშიც გაძლიერდება მუშაობა და ბაზრის დივერსიფიცირებას უფრო მეტად შეძლებენ. ცხადია,  გამოწვევად დარჩება პანდემია, ამას ვერ შევცვლით, მაგრამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. რთულია წინასწარ განსაზღვრა, რა როგორ იქნება, რამდენი პროგნოზიც დაიდო  წლევანდელიც და წინა წელიც, რეალობას აცდენილია. თუმცა არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია ტურიზმი აღვადგინოთ, ჩემი აზრით, მცირე დროა დარცენილი, რომ სფერო 2019 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდეს“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

 


შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს ტურისტული დანიშნულების მიზნით 1 432 891 ვიზიტორი ეწვია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.2%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 70%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, გამოდის რომ 11 თვეში ტურიზმი მხოლოდ 30%-ით აღდგა.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up