MTS Travel-მა და MTS Research-მა გამოაქვეყნეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც რუსებმა საახალწლოდ იმოგზაურეს.
ამ ჩამონათვალში მოხვდა არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, მათ შორის ყაზახეთი, ბელორისია, სომხეთი და საქართველო, არამედ საკურორტო მიმართულებები – თურქეთში, ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და ტაილანდში.
კვლევის მიხედვით, საახალწლოდ რუსებმა დიდწილად მაინც ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში იმოგზაურეს. პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოგზაურობების 54%-ი მოდის, რაც თითქმის 1,5-ჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამავდროულად, 2022 წლისთვის ბელორუსიასა და ყაზახეთში წასული რუსების წილი გაორმაგდა.
მოგზაურთა დაახლოებით 10% კვლავ მიდის თურქეთში, მოთხოვნა ტაილანდზე 4-ჯერ გაიზარდა, გარდა ამისა, იქ მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე გრძელი - 7 დღე იყო, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში საშუალოდ 4-5 დღე.
საახალწლო არდადეგებისთვის მოგზაურობის 10 ყველაზე პოპულარული ქვეყნის სია ასე გამოიყურება:
ბელორუსია - 29%
ყაზახეთი - 12%
თურქეთი - 10%
არაბთა გაერთიანებული საამიროები- 7%
საქართველო - 5%
სომხეთი - 4%
ტაილანდი - 3%
უზბეკეთი - 2%
აზერბაიჯანი - 2%