„საბაგირო არ ჩართულა, არც თხილამურების გაქირავება ხდება - ინფორმაცია არ გვაქვს როდის გაიხსნება სეზონი“

„საბაგირო არ ჩართულა, არც თხილამურების გაქირავება ხდება - ინფორმაცია არ გვაქვს როდის გაიხსნება სეზონი“

access_time2021-12-21 18:00:00

„ინფორმაცია არ გვაქვს როდის გაიხსნება სეზონი,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნის შესახებ საუბრისას განაცხადა.



მისივე თქმით, გუშინ ინტერსიური თოვის შემდეგ გუდაურში გზა ჩაიკეტა და კურორტი ფაქტობრივად სრულად პარალიზებული იყო.



„საგზაო დეპარტამენტი მომზადებით არ შეხვდა, საჭირო ტექნიკა ადგილზე არ იყო და მას შემდეგ რაც ინტენსიური თოვა დაიწყო, სანამ ტექნიკის მობილიზება მოხდა, გზები ჩაიკეტა. გუშინ მთლიანად გუდაური იყო პარალიზებული. არა მხოლოდ ტურისტებმა ვერ შეძლეს ამოსვლა, არამედ მაღაზიებიც ვერ შეივსო. დღეს, დღის განმავლობაში უკვე გაიხსნა გზა და დაიწყო ხალხმა სასტუმროში შემოსვლა, თუმცა, გუშინ ჯავშნები გაგვიუქმდა. მართალია, გარკვეულ შემთხვევებში მოვახერხეთ ჯავშნის გადატანა, მაგრამ რიგ შემთხვევებში თანხის დაბრუნება მოგვიწია.




შემიძლია გითხრათ, რომ ტურისტული სექტორი მზად არის, თუმცა, სეზონი ჯერ არ გახსნილა. საბაგირო არ ჩართულა, შესაბამისად, თხილამურების გაქირავებაც არ ხდება. ახლა რა ჯავშნებიც გვაქვს არის ახალი წლის. ჩვენთან ვინც შემოდის - არის ხანგრძლივი დამსვენებელი, ვისაც დასვენება უნდა მთაში, სპორტული ტურიზმის მიმდევრები კი ჯერ არ გვყავს, რადგან ვერ ვაწვდით ვერც ზუსტ თარიღს გახსნასთან დაკავშირებით და ვერც ზუსტ მონაცემებს თუ რა ეღირება საბაგიროები. ამ ეტაპზე ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს, ამიტომ არ ვიცი რატომ იგვიანებს სეზონის გახსნა, ფაქტია ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს,“- აღნიშნა მურაჩაშვილმა.



bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up