საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებებისთვის მეტი დრო უნდა ჰქონოდათ

საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოს ცვლილებებისთვის მეტი დრო უნდა ჰქონოდათ

access_time2022-08-30 10:00:00

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს გენდერული მრავალფეროვნების გაუმჯობესების მიზნით ახალი ვალდებულებები განუსაზღვრა. ვალდებულებები გულისხმობს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა, ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში განსხვავებული სქესის წილი არანაკლებ 33%-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა არანაკლებ 40%-ს.


ამასთან, კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსს პირველად ემატება სარეკომენდაციო ჩანაწერი, ბანკების დირექტორატის შემადგენლობის მიმართ, რომლის მიხედვითაც დირექტორატში სასურველია განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა არანაკლებ 33%-იანი წილი.


სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკებთან.


“გენდერული დივერსიფიკაციის მოთხოვნა (სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20%-ის განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტება), “კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში“ პირველად 2018 წელს გაჩნდა. ამ მოთხოვნის შემოღება ძირითადად სხვადასხვა კვლევას დაეფუძნა. აღნიშნული კვლევების თანახმად, გენდერულ დივერსიფიკაციასა და რისკიანობას შორის უარყოფითი ურთიერთკავშირია. კვლევის მიხედვით, ქალები საშუალოდ, უფრო მეტად არიან რისკის მიმართ ნეგატიურად განწყობილნი, ვიდრე კაცები.



2018 წელს კორპორაციული მართვის კოდექსში ჩადებული მოთხოვნის შედეგად: 2018 წლიდან დღემდე ქალ წარმომადგენელთა წილი სამეთვალყურეო საბჭოებში 21%-ით გაიზარდა; ჯამურად, ქალ წარმომადგენელთა წილი (2022 წლის თებერვლის მდგომარეობით) 30% - ს შეადგენს, რაც დაწესებულ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აჭარბებს”,-აცხადებენ სებ-ში.


საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ ახალი მოთხოვნა ბანკებს ადმინისტრაციულ ხარჯებს გაუზრდის, თუმცა მიიჩნევს, რომ ქალთა წარმომადგენლობის ზრდა ბანკების სამეთვალყურეო საბჭროებში გარდაუვალი პროცესია. მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა თუ ზედამხედველი ამ ცვლილებისთვის მეტ დროს მისცემდათ და ბანკებს საბჭოების დაკომპლექტება ახალი წესით არა 2023, არამედ 2025 წლიდან მოუწევდათ.


“შინაარსობრივად ეს ძალიან კარგი ცვლილებაა. წინა ცვლილება, რაც 2018 წელს იქნა მიღებული საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა და ისეთი ბანკებისთვისაც კი გაურკვეული ცვლილებების წინაპირობა გახდა, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი. ახალი სტანდარტი საკმაოდ მაღალია და მსგავსი შესაძლოა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც არ იყოს. ეს მდგრადი განვითარების კუთხით გადადგუმული ნაბიჯია და ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამ მიმართულებით წასვლა. რამდენად ოპტიმალური დროა ახლა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი შეზღუდვები შემოვიდეს ეს კითხვა ჩნდება. ეს არის ბუნებრივია გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯიც და ამ მხრივ პრობლემაც. მარტივი არ არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ცვლილება და ამას კიდევ გარკვეული კრიტერიუმები ემატება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სექტორისთვის იქნება გარკვეული უხერხულობა. მოსამზადებელი პერიოდი მეტი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. ამას გარდა, დღევანდელ ვითარებაში რამდენად ლოგიკურია ამ შეზღუდვების შემოღება, რაც იწვევს გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარჯებსა და პრობლემებს, შესაძლებელი იყოს ეს გადაწყვეტილება 2023 წელს მიღებულიყო”,-აცხადებს ძნელაძე.


ასოციაციის ხელმძღვანელის თქმითვე, ეროვნულ ბანკს შეეძლო კომერციული ბანკებისთვის უფრო დიდი დრო მიეცა ცვლილების ამოქმედებისთვის, თუმცა ამბობს რომ ბანკებს აქვთ რესურსი ეს ცვლილება აღასრულონ. აღსრულების ნაწილში ძნელაძე რამდენიმე პრობლემას ასახელებს, მათ შორის კომერციული ბანკების უცხოელი მეწილეების მიერ სამეთვალყურეო საბჭოში საკუთარი წარმომადგენლობის დანიშვნას ეხება, რაც მისი თქმით, გაართულებს კვოტების დაცვის საკითხს. მეორე პრობლემა კი ზოგადად მსგავსი კვალიფიკაციის კადრების მოძიებას ეხება.


წყარო: bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up