„საბანკო სექტორი გადაჭარბებულადაც კი ახდენს თქვენს ინფორმირებას, ვგულისხმობ თუნდაც მესიჯის ზომას, როდესაც კოდი მოგდით“

„საბანკო სექტორი გადაჭარბებულადაც კი ახდენს თქვენს ინფორმირებას, ვგულისხმობ თუნდაც მესიჯის ზომას, როდესაც კოდი მოგდით“

access_time2022-10-06 23:30:00

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, საქართველოში დღეს კიბერსაფრთხეები როგორც ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებს აქვთ და უნდა გვესმოდეს, რომ ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ნაბიჯები სერვისების კომფორტულ მოხმარებას ამცირებს. ამის შესახებ ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრა კონფერენცია კიბერრეალობა 2022-ზე, რომელიც დღეს, 6 ოქტომბერს გაიმართა კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვის ფარგლებში.


„კიბერსაფრთხეები დღეს საქართველოში ორ ნაწილისგან შედგება: პირველი არის როგორც ფინანსური ინსტიტუტების, ასევე კომპანიების მიმართ და მეორე ინდივიდუალური მომხმარებლების კუთხით, რომლებიც კიბერთაღლითების მსხვერპლები ხდებიან. მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან სხვადასხვა დაცვის მექანიზმების ჩადება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად დავიცვათ მომხმარებლები, თუ მათ ცნობიერებას სრულად არ ავამაღლებთ.


გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით, როგორც საბანკო, ასევე სხვა სექტორებში. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი მომდევნო ასეთი ნაბიჯი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ამცირებს კომფორტულ მოხმარებას დისტანციური სერვისების და აჩენს გარკვეულ ბარიერებს ინტერნეტბანკში თუ კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელების დროს. საბანკო სექტორი გადაჭარბებულადაც კი ახდენს თქვენს ინფორმირებას, ვგულისხმობ თუნდაც მესიჯის ზომას, როდესაც კოდი მოგდით, ინტერნეტბანკში შესვლისასაც ამან შეიძლება შემაწუხებელი ხასიათი მიიღოს“, - თქვა ალექსანდრე ძნელაძემ.


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, ბანკისა და მომხმარებლების პასუხისმგებლობების განსასაზღვრად კანონმდებლობაზე მუშაობა კვლავ საჭიროა.



„ეს კონფერენცია ემსახურება, ერთის მხრივ, ინფორმირებას იმის შესახებ, თუ სად ვართ დღეს კიბერუსაფრთხოების ნაწილში და რა უნდა გავაკეთოთ, ხოლო მეორეს მხრივ, ინფორმაციის უფრო მეტად მიტანას მოსახლეობამდე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერება ამაღლდეს მათი და არ მოხდეს შეცდომაში შეყვანა.


მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში მუდმივად მუშაობს ეროვნული ბანკის ცხელი ხაზი, გზავნიან საჩივრებს და არცერთი არ რჩება რეაგირების გარეშე. აქვე აღვნიშნავ, რომ საჩივრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა განხილვას მხოლოდ 25% თუ ექვემდებარება. მაგრამ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა არის ბანკის, ფინანსური ინსტიტუტის პასუხისმგებლობა და რა მომხმარებლის, ჯერ-ჯერობით, კანონმდებლობაზე კიდევ სამუშაოა“, - უთხრა ალექსანდრე ძნელაძემ „ბიზნესპრესნიუსს“.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up