საბანკო სექტორი წელს 10%-იან ზრდას გეგმავს - ასოციაცია

საბანკო სექტორი წელს 10%-იან ზრდას გეგმავს - ასოციაცია

access_time2022-04-26 11:00:04

2022 წლის I კვარტალში საქართველოში მოქმედმა 14-მა კომერციულმა ბანკმა 413,5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5 მილიონი ლარით მეტია.


ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეს აფასებს და მოლოდინებზე საუბრისას ამბობს, რომ საბანკო სექტორი წელს დაახლოებით 10%-ით გაიზრდება, თუმცა რეგიონში მიმდინარე ვითარებას გავლენა ექნება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.



„პირველი კვარტლის მონაცემებით ზრდის ტემპი შედარებით დაბალია იმ მოლოდინებთან რაც 2021 წლის ბოლოს არსებობდა. მიუხედავად ამისა, წლის განმავლობაში საბანკო სექტორი დაახლოებით 10%-იან ზრდას გეგმავს. კვლევების მიხედვით პოზიტიური შედეგი არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებითაც.


საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის მდგომარეობის ზრდის ტემპზე რუსეთის აგრესია და მაღალი ინფლაცია იმოქმედებს, მათ შორის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა რომელიც არსებობს ამ ტემპს შეამცირებს.


ზრდა მთლიანაც საკრედიტო პორტფელზე უმნიშვნელოა, მაგრამ სასიამოვნოა რომ ზრდა არის. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში მონეტარულმა განაკვეთმა დაიწყოს შემცირება. საკრედიტო პორტფელში ხარისხის კუთხით გაუარესებაზე საუბარი არ არის“,
- აღნიშნავს ძნელაძე.



2022 წლის 1 აპრილის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 206 მილიონიანი წმინდა მოგება „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, მეორე ადგილს კი „საქართველოს ბანკი“ 157.8 მლნ ლარის წმინდა მოგებით იკავებს. მესამე ადგილზე „ბაზის ბანკი“ დაწინაურდა, რომლის წმინდა მოგებამ 21 მლნ ლარი შეადგინა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up