„საბანკო სექტორი ყველაზე მძიმე და ექსტრემალური რისკის სცენარების დროსაც კი ინარჩუნებდა მედეგობას“

„საბანკო სექტორი ყველაზე მძიმე და ექსტრემალური რისკის სცენარების დროსაც კი ინარჩუნებდა მედეგობას“

access_time2022-07-07 22:00:00

საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთ - უკრაინის ომის გავლენები და გლობალური ეკონომიკა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა სტუდენტებთან განიხილეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


შეხვედრის გახსნისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ, გლობალურად ინფლაციური წნეხი გაამწვავა და გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გააუარესა. უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის, საკვები პროდუქტებისა და ნავთობის გაძვირება გამოწვია. შედეგად, გლობალურად ინფლაციური წნეხი წარმოიქმნა და საქართველოშიც ინფლაცია მოსალოდნელზე მაღლა შენარჩუნდა. რომ არა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მარტიდან ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. კობა გვენეტაძემ აქვე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით არსებული მაღალინფლაციური გარემოს პირობებში, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე ფოკუსირებული რჩება. მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა გამკაცრებულია და რეგიონის ქვეყნებიდან რეალური პოლიტიკის განაკვეთი საქართველოში ყველაზე მაღალია. საგარეო ფაქტორების მილევისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.


ამასთან, კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა მიმდინარე გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. „ჩვენი მაკროპრუდენციული პოლიტიკა ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით გაიარა და რუსეთ - უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი შესაძლო საფრთხეების საწინააღმდეგოდ კაპიტალის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს. პანდემიამდელ პერიოდში კაპიტალისა და ლიკვიდობის დამატებითი მოთხოვნების დაწესებამ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ წესის შემუშავებამ და დედოლარიზაციის ღონისძიებების განხორციელებამ კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერების დაგროვება და აქტივების მაღალი ხარისხი განაპირობა. ამავდროულად, როგორც სტრეს-ტესტის ბოლო შედეგებმა აჩვენეს, საბანკო სექტორი ყველაზე მძიმე და ექსტრემალური რისკის სცენარების დროსაც კი ინარჩუნებდა მედეგობას. და მაინც, ომისა, სანქციების და ჯერ კიდევ მიმდინარე კოვიდ - 19 პანდემიის გამო, რეგიონში გაურკვევლობა ნარჩუნდება. თუმცა, მიუხედავად ასეთი გამოწვევებისა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა შესაძლებლობა გვაქვს საიმისოდ, რომ გავატაროთ კონტრციკლური ღონისძიებები, როგორც ეს წარმატებით შევძელით პანდემიის დროს, და ხელი შევუწყოთ ფინანსური სექტორის სტაბილურობას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



ჯიჰად აზურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე, დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის საქმიანობა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


„საქართველოში პირველად ვარ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გამეგო, როგორ უმკლავდება ეკონომიკა კოვიდ -19-ითა და უკრაინის ომით გამოწვეულ შოკებს, იმ გლობალური სირთულეების პარალელურად, რომელთა მართვას ყველა ვცდილობთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოსთან ახალი პროგრამა აქვს, Stand-by Arangement (მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც თანხის ჩამორიცხვას, ამ ეტაპზე, არ ითვალისწინებს), რომელიც, ვიმედოვნებთ, საქართველოს სტაბილურობის გამყარებასა და გარედან მომდინარე შოკებთან გამკლავებაში დაეხმარება. ასევე, პროგრამა საქართველოს იმ ახალი რეფორმების ხელშესაწყობად გამოადგება, რომლებიც მის ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი ქვეყანას ტექნოლოგიური გარდაქმნების განხორციელება შეეძლება. ეს ეკოლოგიურად სუფთა სექტორებია, რომლებიც ეკონომიკას მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ უბიძგებს. დღეს საშუალება გვაქვს, სტუდენტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც მომავალში ქვეყანას სათავეში ჩაუდგებიან, ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ეკონომიკურ გამოწვევებს; ასევე განვიხილოთ ის, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს ამ სამყაროში, რომელიც სრული ტრანსფორმაციის პროცესშია და რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ამ დროს. ჩვენ, როგორც ფონდმა, ამის შესახებ მოსაზრებები მათგან უნდა მოვისმინოთ”, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრები გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up