2022 წლის I კვარტალი საქართველოში მოქმედმა 14-მა კომერციულმა ბანკმა 413,5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5 მილიონი ლარით მეტია.
სექტორის წარმომადგენელთა უმეტესობამ პირველ კვარტალში მოგებაზე გასვლა შეძლო, ზარალზე მხოლოდ 3 ბანკია, მათ შორის „ვითიბი“. ორი თვის წინ „ვითიბი ბანკი საქართველო“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვდა, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა ვითიბი ბანკმა საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.
2022 წლის 1 აპრილის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 206 მილიონიანი წმინდა მოგება „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, მეორე ადგილს კი „საქართველოს ბანკი“ 157.8 მლნ ლარის წმინდა მოგებით იკავებს. მესამე ადგილზე „ბაზის ბანკი“ დაწინაურდა, რომლის წმინდა მოგებამ 21 ლარი შეადგინა.
მოგების მიხედვით ქართული ბანკების რეიტინგი ასეთია:
1) თიბისი ბანკი - 206.3 მლნ ლარი;
2) საქართველოს ბანკი - 157.9 მლნ ლარი;
3) ბაზისბანკი - 21.2 მლნ ლარი;
4) ლიბერთი ბანკი - 16.5 მლნ ლარი;
5) პროკრედიტ ბანკი - 10 მლნ ლარი.