საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2022 წელი 2.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, სექტორის მთლიანი მოგების 88% ორ უმსხვილეს ბანკზე - თიბისისა და საქართველოზე ნაწილდება. გასული წლის მონაცემებით, ბაზარზე მოქმედი 14 კომერციული ბანკიდან ზარალზე 3 ბანკია.
Gbc.ge-ს ინფორმაციით, ტოპ ბანკების 2022 წლის წმინდა მოგება ასეთია:
• საქართველოს ბანკი - 924.3 მლნ ლარი
• თიბისი ბანკი - 893.5 მლნ ლარი
• ლიბერთი ბანკი - 66.9 მლნ ლარი
• ბაზის ბანკი - 54.3 მლნ ლარი
• ქართუ ბანკი - 52.8 მლნ ლარი
• პროკრედიტ ბანკი - 48 მლნ ლარი.