საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის 11 თვეში 1.97 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, სექტორის მთლიანი მოგების 88% ორ უმსხვილეს ბანკზე - თიბისისა და საქართველოზე ნაწილდება. 11 თვის მონაცემებით, ბაზარზე მოქმედი 14 კომერციული ბანკიდან ზარალზე 3 ბანკია.
ბანკების 2022 წლის 11 თვის წმინდა მოგება ასეთია:
• თიბისი ბანკი - 933.6 მლნ ლარი
• საქართველოს ბანკი - 825.5 მლნ ლარი
• ლიბერთი ბანკი - 60.5 მლნ ლარი
• ბაზის ბანკი - 52.2 მლნ ლარი
• პროკრედიტ ბანკი - 44.5 მლნ ლარი
• ქართუ ბანკი - 34.7 მლნ ლარი
• ტერა ბანკი - 32.9 მლნ ლარი
• კრედო ბანკი - 29.6 მლნ ლარი
• იშ ბანკი - 17.4 მლნ ლარი
• ხალიკ ბანკი - 11.8 მლნ ლარი
• ზირაათ ბანკი - 6.6 მლნ ლარი
• პაშა ბანკი - 2 მლნ ლარის ზარალი
• სილქ ბანკი — 2.7 მლნ ლარის ზარალი
• ვითიბი ბანკი - 72.6 მლნ ლარის ზარალი.