საბანკო სექტორის ზრდის ტემპის არსებულ დონეზე შენარჩუნებისთვის სისტემას მოუწევს ან დამატებითი კაპიტალის მოზიდვა ან შენელდება ზრდა - ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებებზე

საბანკო სექტორის ზრდის ტემპის არსებულ დონეზე შენარჩუნებისთვის სისტემას მოუწევს ან დამატებითი კაპიტალის მოზიდვა ან შენელდება ზრდა - ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებებზე

access_time2023-01-19 10:00:55

მთავრობამ საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან საბანკო სექტორისთვის აღრიცხვიანობა AFRS სტანდარტით იქნება სავალდებულო და ბუფერების შევსების ვადებიც მოახლოვდა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კომეციული ბანკებისთვის ბუფერების მოთხოვნის ზრდას განიხილავს.


რა გავლენა ექნება ამ პროცესებს საბანკო სექტორზე და როგორ აისახება ეს მომხმარებელზე, ამ თემაზე საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ ისაუბრა.


„მოგების გადასახადის ფორმირებამ საბანკო სექტორისთვის საგადასახადო ტვირთის ზრდა გამოიწვია, ამავე პერიოდს დაემთხვევა აღრიცხვიანობის საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა, რომელიც ასევე დამატებით წნეხს იწვევს საგადასახადო კუთხით.  ხარჯის ზრდა ნიშნავს, რომ კაპიტალზე დამატებითი ზეწოლა იქნება. 2023 წელს სხვადასხვა ბუფერების შევსების ვადებიც მოდის, შესაბამისად აღნიშნული ზეწოლაც კაპიტალზეა, რაც იმას ნიშნავს რომ საბანკო სექტორის ზრდის ტემპის არსებულ დონეზე შენარჩუნებისთვის სისტემას მოუწევს ან დამატებითი კაპიტალის მოზიდვა ან შენელდება ზრდა.



მოგების გადასახადის 15% -დან 20 % - მდე ზრდის პარალელურად უქმდება დივიდენდის გადასახადი, თუმცა დივიდენდის გადასახადი არ იყო ბანკის გადასახადი, ეს იყო ინვესტორის გადასახადი. ამ შემთხვევაში 15-დან 20 %-მდე ზრდა და ესტონური მოდელის გაუქმება საბანკო სექტორისთვის საგადასახადო ხარჯს ავტომატურად ზრდის. თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ ხარჯზე საუბარი რთულია, მიმდინარეობს დათვლა.


აისახება თუ არა მომხმარებელზე და გაზრდის თუ არა მათ ხარჯს ეს საგადასახადო ცვლილება, ასე პირდაპირპროპორციულად, ამის თქმა რთულია, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა მოდელია ასეთი, რომ თუ ხარჯები იზრდება, ამის დაკომპენსირება სხვა მეთოდებით ხდება“,  აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მოგების გადასახადის ზრდა ფინანსური სექტორისთვის არანაირ გამოწვევას არ შექმნის, ეს არის ფისკალური გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ემსახურება. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბიუჯეტო ეფექტი, რაც მოგების გადასახადის მატებას ექნება, 172 მილიონ ლარს შეადგენს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up