საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობის დაგროვება გრძელდება - თიბისი კაპიტალი

საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობის დაგროვება გრძელდება - თიბისი კაპიტალი

access_time2022-10-03 15:00:48

„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს, სადაც საუბარია, საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობის დაგროვებაზე, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.


„საგარეო ბალანსის გაუმჯობესებასთან ერთად, გრძელდება საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობის დაგროვება. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მიგრანტების მზარდი დეპოზიტების შედეგი არაა. არამედ, სეზონური გაუფასურების მოლოდინების გამო, ბოლო პერიოდში რეზიდენტების მხრიდანაც ვალუტაში მეტად დაზოგვა და ლარში მეტად სესხება იკვეთება. თავისთავად, ეს ლარის კურსისათვის ნეგატიურია, თუმცა, საპირისპიროდ, მას შემდეგ რაც აღნიშნული ტენდენცია შეიცვლება.


ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია ლარის კურსს ხშირად მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე უფრო მეტადაც კი განსაზღვრავს. როდის შეიძლება ველოდეთ განწყობებში ცვლილებებს? სავარაუდოდ წელსვე, როდესაც ბაზრის მონაწილენი უფრო მეტი რწმუნებით ჩათვლიან, რომ ლარის სეზონური ფაქტორები მის სადღეისო კურსში უკვე წინმსწრებად ასახულია.



ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ ძლიერი საინვესტიციო მოთხოვნა, უცხოურ ვალუტაში მეტი ბიზნეს სესხის გაცემას ნიშნავს, რადგანაც გრძელვადიანი ბიზნეს პროექტების დაფინანსება სწორედ პრაქტიკულად მთლიანად უცხოურ ვალუტაშია. ასევე, ვფიქრობთ, რომ რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები დოლარის დეპოზიტებზე მათი თუნდაც ნაწილის გახარჯვას განაპირობებს, რაც როგორც ეკონომიკის ზრდის, ასევე ლარის კურსის კუთხით თავისთავად პოზიტივია“, - წერია დოკუმენტში.


„თიბისი კაპიტალში“ აღნიშნავენ, რომ აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 10.5% შეადგინა, რაც თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის ბოლო, სრული 2022 წლისათვის 10.6%-იან საბაზო სცენართან. ამასთან, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი დინამიკა მცირედით, თუმცა მაინც უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up