საბავშვო ბაღების მუშაობის პროტოკოლით სასწავლო მასალაში კორონავირუსის პრევენციაზე გათვლილი ახალი თამაშები შემოდის

საბავშვო ბაღების მუშაობის პროტოკოლით სასწავლო მასალაში კორონავირუსის პრევენციაზე გათვლილი ახალი თამაშები შემოდის

access_time2020-08-31 11:10:24

პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია.

 

პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.

 

პროტოკოლში გაწერილ რეკომენდაციებზე „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დეტალურად ისაუბრა.

 

როგორც ის განმარტავს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება. დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.

 

რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობას, პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.

 

„ბაგა-ბაღებში უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციის და ბავშვების თერმოსკრინინგი.

 

აკრძალულია მშობლების დაშვება ბაღის ტერიტორიაზე - ბაღის შენობაში და არა ბაღის ეზოში.


 

ბავშვის გამოყვანისას მშობლის მიერ წინასწარ უნდა განხორციელდეს ზარი ბაღში და ბავშვი მზად დახვდება მშობელს გამოსაყვანად, რითაც ვზღუდავთ ბევრი ადამიანის კონცენტრირებას.

 

აკრძალულია სათამაშოების სახლიდან წამოღება. ასევე იზღუდება ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელიც მარტივად არ ექვემდებარება დეზინფექციას.

 

სათამაშოების რეცხვისთვის განსაზღვრული იქნება შესაბამისი წესები, რომ უნდა მოხდეს სათამაშოს 27-30 გრადუსზე რეცხვა და დეზინფექცია, ასევე მშრალი წესით გაშრობა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ადმინისტრაციული პერსონალი - ძიძები გადამზადდება.

 

ბავშვების ყოველდღიურ ტრენინგში თუ სასწავლო მასალაში უნდა შევიდეს ახალი თამაშები, რომელიც მიმართული იქნება იმ საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაწერილი. ეს შეიძლება იყოს, როგორ დავაცემინოთ ისე, რომ სხვები არ დავაზიანოთ, უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის ჟესტებით მისალმება და ასე შემდეგ.

 

ასევე, უნდა იყოს შეჯიბრი ხელების სწორად დაბანაში, ბაღებში წამახალისებელი თამაშები უნდა დაინერგოს. პროტოკოლში გაწერილია სადენზინფექციო სამუშაოები და თეთრეულის მართვის სტანდარტებიც.

 

ამასთან, შიდა ბრძანებით, გადანაწილებული უნდა იყოს პროცედურები, თუ როგორ განთავსდება ბავშვი საკლასო სივრცეში. ბავშვები ისე უნდა განთავსდნენ, რომ ოპტიმალური რაოდენობა იყოს და ძალიან არ გადაიტვირთოს საკლასო სივრცე.

 

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები. ჭურჭლის მანქანით რეცხვისას უნდა ხდებოდეს შესაბამისი მანქანა-დანადგარის გამოყენება 65 გრადუსზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

ამასთან, პროტოკოლის მიხედვით, თუ დღის განმავლობაში ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მათთვის გამოყოფილი იქნება საიზოლაციო ოთახი, სადაც გაწერილი პროცედურების მიხედვით იხელმძღვანელებენ.

 

Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up