საბერძნეთის ბეწვეულის მრეწველობა კრიზისშია, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო

საბერძნეთის ბეწვეულის მრეწველობა კრიზისშია, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო

access_time2022-07-18 22:00:35

საბერძნეთის ბეწვეულის მრეწველობა, რომელსაც საუკუნეების ისტორია აქვს, კრიზისის ზღვარზეა, მისი მთავარი ბაზრისთვის, რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო - იუწყება სააგენტო როიტერსი. სანქციების შედეგად შეწყდა ექსპორტი, რამაც გაყიდვების ვარდნა გამოიწვია. ამ და სხვა ფაქტორების გამო, ცხოველების დამცველები სექტორის სამომავლო კოლაფსზე ლაპარაკობენ.

 

ბეწვეულის კრიზისი განსაკუთრებით შეეხო საბერძნეთის ქალაქ კასტორიას, რომელიც საბერძნეთის ბეწვეულის მრეწველობის ისტორიული ცენტრია. ამ ქალაქში მოქმედ ასობით ბიზნესს სანქციებით აეკრძალა ბეწვეულის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, ანუ საბერძნეთის მთავარ ბაზარზე. საბერძნეთი ერთ-ერთია ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოდან, სადაც კვლავ დაშვებულია ბეწვეულის ინდუსტრია, მიუხედავად ზეწოლისა ცხოველების დამცველებისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

 

ცხოველების დამცველები იმედოვნებენ, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვა ხელს შეუწყობს ევროპული ბეწვეულის ბაზრის დასასრულს - ბაზრის, რომელიც უკვე მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ცხოველთა დაცვის კამპანიების და კორონავირუსის პანდემიის შედეგად.

 

ამასთან, სულ უფრო მეტი მოდის სახლი - მათ შორის Gucci და Prada - აცხადებს, რომ მომავალში აღარ გამოიყენებს ნამდვილ ბეწვს. აქტივისტები ამბობენ, რომ ყველა ეს ფაქტორი ხელსაყრელია მათი თქმით ამ მორალურად გაკოტრებული მრწეველობის დასასრულებლად.


 

რუსები, ტრადიციულად, მსხვილი მყიდველები იყვნენ. ომმა ეს, ცხადია, დაასრულა, რაც ძალიან კარგი ამბავია - ამბობს მარკ გლოვერი, პრესმდივანი ორგანიზაცისა Fur Free Alliance, რომელიც ცხოველთა დაცვის 50 ორგანიზაციას ერთიანებს მსოფლიოს გარეშემო.

 

1990-იანი წლებიდან საბერძნეთის ბეწვეულის მრეწველობის ბიზნეს-მოდელი კონცენტრირებული იყო მდიდარ რუს მყიდველზე, და საბერძნეთის ბეწვის ფედერაცია ამბობს, რომ ახალ ბაზრებზე, მაგალითად სამხრეთ კორეაში შეღწევა რთული ამოცანა იქნება. სანქციები მაღაზიებს ბეწვის მიყიდვას რუსი ტურისტებისთვისაც უკრძალავს, რადგან ბეწვი ფუფუნების საქონლად არის მიჩნეული.

 

ჯერჯერობით სახელმწიფო ეხმარება ქვეყნის 2000, ძირითადად საოჯახო ბეწვეულის ბიზნესს, რომლებშიც 4000-მდე ადამიანი მუშაობს. ეს დახმარება სექტემბრამდეა ძალაში და ამ ბიზნესებს საშუალებას აძლევს თავი აარიდონ თანამშრომელთა გათავისუფლებას, სახელმწიფოს მხრიდან მათი ხელფასების სუბსიდირების გზით.

 

ბეწვეული საბერძნეთის 10 მთავარ საექსპორტო საქონელში შედის, თუმცა ის წლების განმავლობაში ისედაც იკლებდა მოცულობით. შარშან რუსეთში ექსპორტმა შეადგინა 14 მილიონი ევრო - რაც 55 მილიონი ევროთი ნაკლებია 2017 წლის მონაცემზე, საბერძნეთის სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით.


radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up