პანდემიის მეხუთე ტალღისა და „ომიკრონი“ ვარიანტის საფრთხის ფონზე, 19 დეკემბრიდან საბერძნეთი ყველა მოგზაურისგან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას მოითხოვს.
როგორც საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, 19 დეკემბრიდან ყველა მოგზაურს, მათ შორის ვაქცინირებულებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.
„კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენი ქვეყანა იმ ვიზიტორებს მიიღებს, რომლებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ“, - ნათქვამია საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაცია 19 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. გარდა ამისა, თუ პირმა უცხო ქვეყანაში 48 საათზე ნაკლები დრო გაატარა, ის საბერძნეთში შესვლისას აღნიშნული მოთხოვნისგან გათავისუფლდება.
imedinews.ge