საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ ბელარუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე სამი თვით ჩაკეტა და ამასთან, ბერძნულ ავიაციას ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ უწყების შებამის ბრძანებულებაში წერია, რასაც ბერძნული გამოცემა Pentapostagma ავრცელებს.
სამმართველო ამ გადაწყვეტილებას უკრაინის ომში ბელარუსის ჩართვის მზარდ საფრთხეს უკავშირებს.
ბრძანებულება, კერძოდ, ითვალისწინებს, რომ ბელარუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები ვერ შეძლებენ საბერძნეთიდან აფრენას, მის ტერიტორიაზე დაფრენას და ქვეყნის ცის გამოყენებას, რაც ჰუმანიტარულ და სანიტარულ თვითმფრინავებს, ასევე, საავარიო სიტუაციებს არ შეეხება.
ამასთან, ბერძნულმა ავიაკომპანიებმა ფრენების დროს, საგანგებო სიტუაციების გარდა, ბელარუსის საჰაერო სივრცე არ უნდა გამოიყენონ. ასევე, რეკომენდებულია მინსკის საფრენი ინფორმაციის თავიდან აცილება.