საბერძნეთმა კიევში თავისი საელჩოს მუშაობა განაახლა და შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, რომლების უკრაინაში დიპლომატიური მისიების მუშაობას დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლები კიევიდან 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ მალევე გაიყვანეს. საელჩოს მანოლის ანდროულაკისი უხელმძღვანელებს, რომელიც როგორც საბერძნეთის გენერალური კონსული მარიუპოლში, იყო ევროკავშირის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც მარტში ალყაში მოქცეული ქალაქი დატოვა.