საბერძნეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვები გამკაცრდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
8 ივლისიდან ყველა ბარი, ღამის კლუბი და სხვა გასართობი დაწესებულება მხოლოდ მაგიდასთან მსხდარ სტუმრებს მოემსახურება.
სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს გარდალიასის განცხადებით, შეზღუდვების შესრულება მკაცრად გაკონტროლდება, დამრღვევები კი დაჯარიმდებიან.
მისივე თქმით, „დელტა“ შტამით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის, და ეს დიდწილად ბარებსა და ღამის კლუბებს უკავშირდება.
imedinews.ge