საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შემდეგ, რკინიგზის მუშაკებმა საბერძნეთში გაფიცვა დაიწყეს, გაფიცვას კი საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ინციდენტს, BBC-ს მონაცემებით, სულ მცირე 57 ადამიანი ემსხვერპლა.
რკინიგზის კავშირის წევრები მიიჩნევენ, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობა იყო, რაზეც ისინი წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ ადმინისტრაციას.
აქციის მონაწილეები პოლიციას შეეჯახა ათენში, Hellenic Train კომპანიის სათავო ოფისთან, რომელიც საბერძნეთის რკინიგზას ემსახურება. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკიში და ქალაქ ლარისაში, ავარიის ადგილიდან არც თუ ისე შორს.
მთავრობამ განაცხადა, რომ ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას და დაადგენს ინციდენტის ნამდვილ მიზეზებს.
საბერძნეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა ოთხშაბათს დატოვა.