რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" კომპანია ვიანორის დირექტრომა ნიკა ხოდელმა 2020 წელი შეაჯამა და კომპანიის გამოწვევებზე და პანდემიის გავლენაზე ისუბრა.
სხვა კომპანიების მსგავსად "ვიანორიც" კრიზისულ სიტუაციებში მუშაობას გამოუცდელი და მოუმზადებელი შეხვდა. თუმცა ნიკა ხოდელი 2020 წელს დადებითად აფასებს, რადგან შეძლეს გაფართოვება და თანამშრომლების სრულიად შენარჩუნება.
მიუხედავად პანდემიისა და ლოქდაუნისა, სატრანსპორტო სფერო ის ერთადერთი სფერო იყო, რომელიც არ გაჩერებულა, თუ არ ჩავთვლით კომენდანტის საათს და საგანგებო მდგომარეობას.
ჩვენ კომპანიებს არც ერთი დღით ბიზნეს ოპერირება არ შეუჩერებია, ჩვენ ვემსახურებოდით როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებს ტენდერების ფარგლებში, ასვე სადისტრიბუციო კომპანიებს , თუ ინფრასტრუქტურის მშენებელ ორგანიზაციებს.
ფაქტრობრივად 24 საათის განმავლობაში ჩვენ კლიენტებს ვემსახურებოდით. საბოლოო ჯამში 2020 წელი , როგორც რეალიზაციაში ასევე შემოსავლებში 20%-იანი ზრდით დავასრულეთ.
არა მარტო შვეინარჩუნეთ, არამედ დავიმატეთ ახალი თანამშრომლები და შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, იმიტომ რომ გავაფართოვეთ ჩვენი სადისტრიბუციო მიმართულება, დავიმტეთ რამდენიმე ობიექტი.
მოგვიწია დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა, იმიტომ რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე ოფისში სრული შემადგენლობით მუშაობას ვერ ვახერხებდით, თუმცა გვქონდა გადაწყობები, რამაც კომპანიისთვის კარგი შედეგები მოიტანა.
ვფიქრობთ რომ ხარჯეფექტურები ვიყავით და საინტერესო გამოცდილება შევიძინეთ. - აღნიშნა ნიკა ხოდელმა
ნიკა ხოდელმა გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, რომ პანდემიის დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს ეკონომიკურად გაუჭირდა, რაც გამოწვეული იყო ტურიზმის, სარესტორნო და სხვა სფეროების ბიზნესების გაჩერებით. მოსახლეობის ნაწილი უმუშევარი დარჩა, რამაც ჯაჭვური რეაქცია ჰპოვა და ეს "ვიანორის" მომხმარებლის ქცევაზეც აისახა.
ნიკა ხოდელის განმარტებით მოთხოვნა უფრო ბიუჯეტურ პროდქციაზე გაჩნდა.
თავისი ფასიდან გამომდინარე, პრემიალური პროდუქციის გაყიდვა გაჭირდა, მოგეხსენებათ ჩვენ 100%-ით იმპოტული საქონელი გავქვს, გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს წარმოადგენენ, მათგან პროდუქციის იმპორტს დოლარსა და ვეროში ვახორციელებთ, ლარის კურსის ასეთმა დრამატულმა ცვლილებამ კი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია გააძვირა.
ამიტომ ჩვენ ბაზრის მოთხოვნაზე სწრაფად გადავეწყვეთ და ჩვენ პროტფელში - საავტომობილო ზეთებში, აკუმულატორებში, სხვადასვხა საცხებ -საპოხ მასალებში და სერვისებში შედარებით ბიუჯეტური ბრენდები დავამატეთ.
არსებულ სიტუაციასთან ადაპტაცია სწრაფადვე მოვახდინეთ, როგორც საცალო , ასევე კორპორატიული მომსახურეობის მიმართულებით.- აღნიშნა ნიკა ხოდელმა
თაკოკვაჭანტირძე