„მოსახლეობის ფულით აშენებულ ჰესს, საბოლოოდ, სახელმწიფო ისევ  კერძო სექტორზე გაასხვისებს“ - ენერგეტიკოსი

„მოსახლეობის ფულით აშენებულ ჰესს, საბოლოოდ, სახელმწიფო ისევ კერძო სექტორზე გაასხვისებს“ - ენერგეტიკოსი

access_time2022-12-22 11:30:51

სახელმწიფოს მონაწილეობით ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 13.250 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან მორიგება მოხდა.


როგორც ენერგეტიკოსი ლადო ვახტანგაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, ეკონომიკის სამინისტროს პოლიტიკაა, რომ მსგავსი პროექტები აშენებიდან უახლოეს მომავალში მისი კერძო სექტორზე გასხვისდეს, რაც მისი შეფასებით, არასასურველია, რადგან სახელწიფოს გააჩნია ბერკეტი, მის მიერ აშენებული სადგურიდან გამანაწილებელი კომპანიების საშუალებით ელექტროენერგია საყოფაცხოვრებო მომხმარებელს იმ ტარიფით მიაწოდოს, რა ტარიფითაც ხდება, მაგალითად, ენგურჰესიდან მიწოდება.


„ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ხუდონჰესს სახელმწიფო ააშენებს. ჩავთვალოთ რომ მთავრობამ დაძლია არსებული ბარიერი და მართლაც ააშენა ხუდონჰესი, დარწმუნებული ვარ, რომ აშენებიდან უახლოეს მომავალში მოხდება მისი გასხვისება, როგორც ძირითად შემთხვევაში ხდება.

 

მაგალითად, გავიხსენოთ ქართლის ქარის ელექტროსადგური, რომელიც გორის მიმდებარედ აშენდა და რომლის სამშენებლო ღირებულებამ 34 მილიონი ლარი შეადგენა, სასესხო ვალდებულებების ჩათვლით. ის რამდენიმე წელში სახელმწიფომ გაასხვისა საქართველოს ბანკის ჰოლდინგზე 32 მილონ დოლარად. ზუსტად მაშინ, როდესაც სადგურის მშენებლობაზე დახარჯული თანხა თითქმის გასწორებული ჰქონდა, ანუ გამოდის, რომ წმინდა მოგებაზე გასული ჩვენი ფულით აშენებული სადგური გაყიდეს. იმ დროს, როდესაც ისევ ქვეყანას უნდა ენახა ეს სარგებელი, ბანკს გადასცეს, ამაზე დიდი ღალატი რა უნდა იყოს.

 


ზოგიერთი კითხულობს, რა განსხვავებაა სახელმწიფოს ხელში იქნება თუ კერძო სექტორის? პასუხი მარტივია, სახელმწიფოს ხელში მყოფ სადგურს შეუძლია დაადოს სოციალური ტარიფი, რაც პირდაპირ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იქნება, როგორი სიმძლავრეცაა მაგალითად ენგურის სიმძლავრე. მის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე ხმარდება სრულად სოციალურ მიმართულებას, არ შეიძლება მისი კომერციულ ობიექტებზე გაყიდვა, ან პირდაპირ შემსყიდველებზე.


არადა, როდესაც შენდებოდა ქარის სადგური, მთავრობის განცხადებით მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის და დაინტერესებისთვის უნდა მომხდარიყო მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობაზე სადგურის აქციების გაყიდვა, რაც მათ აქტიურობაში და ენერგოპოლიტიკით დაინტერესებაში გამოიხატებოდა. საბოლოოდ მოსახლეობა ფულით აშენებულ ჰესს სახელმწიფო კერძო სექტორზე გაასხვისებს. რა მოხდება ახლა? ძალადობით ააშენებენ ამ ჰესს და საბოლოოდ მოხდება მისი გასხვისებაც კერძო კომპანიაზე. ასეთი ურყევი და გაცხადებული პოლიტიკა აქვს აღებული ჩვენს ეკონომიკის სამინისტროს.

 

 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ავაშენოთ გენერაციის წყაროები, ამაზე პასუხია საპენსიო ფონდი, რომელსაც დღეს გააჩნია იმის რესურსი, რომ  800 მეგავატამდე გენერაციის ობიექტებში ინვესტირება მოახდინოს. აქედან გამომდინარე აღარ იქნება საჭირო დამატებითი სესხის მოძიება სადგურის მშენებლობებზე, აღარ იქნება სავალდებულო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, რაც მოგვცემს საშუალებას გაცილებით იაფად მივაწოდოთ გამომუშავებული ენერგია მოსახლოობას (სოციალური კალათა), ვიდრე PPA, ან ინვესტორის აშენების შემთხვევაში იქნებოდა,“ — ამბობს ლადო ვახტანგაშვილი.

 

 

 

როგორც ცნობილია, Trans Electrica BVI-სა და Trans Electrica Georgia-სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში ხუდონის გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა.


თეგები:
ხუდონჰესი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up