„როგორ შეძლო ბუღალტერმა ამხელა თანხის მითვისება, დაადგენს გამოძიება” -  გიორგი შარვაშიძე

„როგორ შეძლო ბუღალტერმა ამხელა თანხის მითვისება, დაადგენს გამოძიება” - გიორგი შარვაშიძე

access_time2022-10-06 13:15:52

დღეს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა  საღინაძემ თსუ-ის ყოფილი ბუღალტრის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთეს, მათი თქმით ფინანსური დანაშაულის ნიშნები თავდაპირველად უნივერსიტეტის შიდა აუდიტმა გამოავლინა და მასალები პროკურატურას გამოძიებისთვის გადაუგზავნა.


 „თუ როგორ შეძლო ბუღალტერმა ამხელა თანხის მითვისება – ამას დაადგენს გამოძიება. ეს მოკვლევა თსუ-ის შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა, დეკემბრის თვეში გადავეცით პროკურატურას. საბოლოოდ, სასამართლო დაადგენს, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე”, – ამბობს რექტორი „TV პირველთან” საუბრისას.


 საღინაძე აცხადებს, რომ დაკავებული ბუღალტერი 10 წელზე მეტ  ხანს  მუშაობდა და რამდენიმე  თვეა  მათი თანამშრომელი აღარ  არის, მისივე  თქმით გადარიცხული იყო მცირე მოცულობის თანხები, რაზეც ეჭვის მიტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, თუმცა გადამოწმებისა და გარკვეული ფილტრაციის შედეგად გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები

 

„თსუ-ის ფინანსურმა დეპარტამენტმა 2021 წლის დეკემბერში გამოავლინა გარკვეული გადაცდომები, მოგვმართა ადმინისტრაციას, ჩვენ დავავალეთ ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურს შესაბამისი ფაქტის მოკვლევა, მოკვლევის ეტაპზე გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, რომელიც 2022 წლის მარტის თვეში გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში, რის შემდგომაც შესაბამისმა ორგანომ ჩაატარა გამოძიება.

აქ იყო გადარიცხული მცირე მოცულობის თანხები, რაზეც ეჭვის მიტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, თუმცა გადამოწმებისა და გარკვეული ფილტრაციის შედეგად გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები.


 

ამ შემთხვევაში გადარიცხვის დროს უთითებდნენ სხვა პირს, ვისზეც რეალურად სწორი იქნებოდა, რომ ჩარიცხოდა თანხა, თუმცა ანგარიშის ნომერი იყო სხვა”, – აღნიშნა საღინაძემ.

 

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ყოფილი ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

 

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო.

 

პროკურატურის ცნობით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი.

 


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up