საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“  შეთავაზებები

საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

access_time2023-02-01 13:05:41


 

წლის ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მფლობელებს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მის ცვეთად ნაწილებს მივაქციოთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დეტალია საბურავი, რომელიც უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს. ჩვენი  უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია  მის ხარისხზე და სეზონთან შესაბამისობაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად  განვაახლოთ ისინი.


თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილი საბურავების ცვლილებას საჭიროებს, „თეგეტა მოტორსის“ მიმდინარე შეთავაზებები შესაძლებლობას გაძლევთ, შეიძინოთ ახალი და ხარისხიანი საბურავები 59 ლარიდან. სპეციალური ფასები ვრცელდება საბურავების კონკრეტულ მოდელებზე.


გარდა ამისა, „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე 50% იანი ქეშბექი მოქმედებს. საუკეთესო ხარისხის საბურავების შეძენისას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში გადახდილი თანხის 50% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ.


საბურავების შერჩევისა და მისი სეზონური ცვლილების შესახებ „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდმენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი გვირჩევს:



 „ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე. წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონზე თუ გზის რელიეფზე საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.


არსებობს მრავალი დანიშნულების საბურავი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ მის გვერდით კედელზე არსებულ ნიშნებს და მხოლოდ პროფესიონალის კონსულტაციის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი, რადგან საბურავის დანიშნულების მიხედვით შერჩევა უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“.


შეთავაზებებით სარგებლობისას, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში თქვენზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.


მეტი კომფორტისთვის კი  შეგიძლიათ, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ დაჯავშნით ისარგებლოთ.



„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, Petronas და სხვა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up