საბურავების გადამამუშავებელი საწარმო TRC ნარჩენი საბურავების 20-25%-ის გადამუშავებას შეძლებს

საბურავების გადამამუშავებელი საწარმო TRC ნარჩენი საბურავების 20-25%-ის გადამუშავებას შეძლებს

access_time2022-11-15 10:10:51

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების შეგროვება-უტილიზაციის ვალდებულებას იღებს.


„კომერსანტი“ საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი ერთადერთი საწარმოს დირექტორს ზურა ბაზღაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონი ერთი წელია უკვე ძალაშია, მაგრამ ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებია და მათი საწარმოს მიმართ არანაირი დაინტერესება არ ყოფილა.


„TRC-ის შესახებ იციან, მაგრამ გამოხმაურება არ გვქონია. მთავარია, რამდენად შეძლებენ იმის გაკეთებას, რის პასუხისმგებლობასაც იღებენ და რამდენად მოახერხებენ ნარჩენების შეგროვებას (ამ შემთხვევაში საბურავების შეგროვებას ვგულისხმობ) და მერე მის გადამამუშავებლამდე მიტანას. ბევრი რამაა კანონით აკრძალული, მაგალითად - საბურავის დაწვა, დამარხვა, მაგრამ ამას აკეთებენ. მთავარი პრობლემა კანონის აღსრულებაა. საქართველოში ამ საკითხში ვიჭედებით ხოლმე,“ -აცხადებს ზურაბ ბაზღაძე.



საბურავების გადამამუშავებელი საწარმო TRC-ის დირექტორის თქმით, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 11 მილიონი კგ მეორადი და 6 მილიონი კგ ახალი საბურავი შემოდის. მათი საწარმო, ამ დრომდე, მხოლოდ 5-10 %-ის გადამუშავებას ახერხებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, USAID-ის, 800 000 ლარის ოდენობის, 2 გრანტი მიიღეს და მესამე თანამედროვე დანადგარის მონტაჟს ნოემბრის ბოლოს დაასრულებენ, რის შემდეგაც TRC-ი წელიწადში შეგროვილი ნარჩენი საბურავების 20-25%-ის გადამუშავებას შეძლებს და 6-7 თვეში საექსპორტო ნედლეულიც ექნება.


ძირითადი საექსპორტო პროდუქცია რეზინის ფხვნილია, რომელიც რეზინის აღდგენასა და რეზინის წარმოებაში, თუნდაც საბურავების დასამზადებლად გამოიყენება. როგორც ზურა ბაზღაძემ განაცხადა, ამჟამად მოლაპარაკებები თურქულ კომპანიასთან აქვთ. ქართულ ბაზარზე TRC-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ნდობის ფაქტორი იყო, მაგრამ კომპანიამ საფრანგეთში მოახდინა საწარმოს სერტიფიცირება, რამაც კომპანიის საქმიანობის ზრდას შეუწყო ხელი. ხუთი წლის განმავლობაში საბურავების გადამუშავებით მიღებული კაუჩუკის გრანულით რამდენიმე საერთაშორისო დონის სტადიონი, სარბენი ბილიკი, მულტიფუნქციური სტადიონი და კორტი მოეწყო.


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up