ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ავტომობილის მომზადების დრო მოდის. იმისათვის, რომ ცივ ამინდში, წვიმიან და თოვლიან გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილდეთ აუცილებელია სხვადასხვა ნაწილისა თუ დეტალის შეცვლა.
ავტომობილს, ძარაზე მითითებული აქვს როგორც ქარხნული, ასევე ალტერნატიული საბურავის ზომა, თუმცა ზომასთან ერთად ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საბურავების შერჩევა სეზონის მიხედვით ხდება.
საბურავების სასტუმრო
ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, უსაფრთხო მგზავრობისთვის, ზაფხულის საბურავებს მომდევნო 5-6 თვე უნდა დაემშვიდობოთ. ზაფხულის საბურავებით მოძრაობა რეკომენდებულია +7 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს. ამ ნიშნულს ქვემოთ უკვე ზამთრის საბურავის მონტაჟია აუცილებელი.
პირველი და უმთავრესი საბურავის ასფალტზე მოჭიდებაა, რომელიც ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლება, ამიტომ საჭიროა შეირჩეს ისეთი საბურავი, რომლის რეზინის შემადგენლობაც, თავსებადია გზის საფარის ტემპერატურასთან.
საბურავების შეცვლისას თეგეტას მომხმარებელს კი საშუალება აქვს ისინი შეინახოს საბურავების სასტუმროში, რაც საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. ისეთი ფუფუნება, რომელშიც თვეში, მხოლოდ 5-7 ლარამდე თანხას იხდით.
იმისათვის, რომ საბურავები სპეციალურ პირობებში შეინახოს, ისინი მხოლოდ თეგეტას ცენტრალურ ფილიალამდე უნდა მიიტანოთ, რის შემდეგაც მასზე საბურავების სასტუმროში იზრუნებენ.
უსასრულო გარანტია საბურავებზე
„თეგეტაში“ საბურავების საკმაოდ ფართო არჩევანია.
„თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ აარჩიოთ, როგორც ბიუჯეტური, ასევე პრემიუმ კლასის საბურავები. რაც ყველაზე მთავარია - Bridgestone-ის, Pirelli-ის, Michelin-ის და Continental-ის პრემიუმ საბურავებზე მოქმედებს უსასრულო გარანტია.
უსასრულო გარანტიის ფარგლებში, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში თეგეტა უსასყიდლოდ აღგიდგენთ ან აგინაზღაურებთ შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას!
ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდები, თავის დროზე ფორმულა 1-ის გუნდებს ამარაგებდნენ საბურავებით, მეტიც - იტალიური Pirelli ფორმულა 1-ის მოქმედი მიმწოდებელია.
(R)