27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, გ.ისაკაძის ქუჩაზე ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
GWP-ის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 იანვარს 10:00 საათიდან 28 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
კანდელაკის , ბუდაპეშტი (იგივე ფანჯიკიძე) , ამბროლაურის (ჭილიძის), მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, ონიაშვილის , ლვოვის , ზოვრეთის , ოდესის , ვაზისუბნის, მირზა გელოვანის , ზემო ვეძისის, მეგრელაძის, ჰეიდარ აბაშიძის , იმედაშვილის, გამრეკელის, ვ. ფშაველას N1-23(კენტებს), პეკინის გამზ N33-43(კენტებს) N40-46(ლუწებს), ტაშკენტის ქუჩას N21-89(კენტებს) და N16-82(ლუწებს); შარტავას N35-75(კენტებს) და N52-72(ლუწებს); გაგარინის ქ. N1-27 (კენტებს) N2-16(ლუწებს), ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას, სოკრატ არშბას და აკაკი გახოკიძის ქუჩებს