საბურთალოს რაიონის დიდ ნაწილს წყალმომრაგება 15 საათით შეუწყდება ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.
„ხვალ, 7 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქოშიგორას დასახლებაში, უდაბნოს ქუჩის II შესახვევში, N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 7 თებერვალს საღამოს 18:00 საათზე დაიწყებენ.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 თებერვალს, საღამოს 18:00 საათიდან 8 თებერვლის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში - დიდი დიღმის I, II, III და IV მიკრორაიონებს, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, მაქს ტილკეს, გეხტმანის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, იან ჰომერის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ხატაეთის, შერმადინის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, სარგის კაკაბაძის, შმერლინგის, თოფურიძის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გოთუას, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩა N 2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს. ტაშკენტის, ბუდაპეშტის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, მარშალ გელევანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას. ბენდუქიძის, სასოფლოსა და ქოშიგორორას დასახლებებს; სოფელ ზურგოვანას, მუხათგვერდის გზას.
დიდუბის რაიონში: აღამაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს
ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს,“ — ნათქვამია განხადებაში.