თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა.
როგორც "კომერსანტს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
"საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზია და ვერ ვემსახურებით მგზავრებს. მუშაობს შესაბამისი ჯგუფი", — აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.