„საცალო გაყიდვების სექტორში ბოლო ორ წელიწადში ანაზღაურება თითქმის გაორმაგებულია.“ -  ლევან ვეფხვაძე

„საცალო გაყიდვების სექტორში ბოლო ორ წელიწადში ანაზღაურება თითქმის გაორმაგებულია.“ - ლევან ვეფხვაძე

access_time2023-04-04 10:00:05

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრი კომპანიების 63% აცხადებს, რომ მიმდინარე წელს მათ მიერ განხორციელებული  ინვესტიციები გასულ წელთან შედარებით გაიზრდება, 28% აცხადებს, რომ  უცვლელ დონეზე  შენარჩუნდება, ხოლო კლებას 9%  პროგნოზირებს, რას გვიჩვენებს ეს მაჩვენებელი და რა  უქმნის ბიზნესს ოპტიმისტური მოლოდინის  საფუძველს თემაზე  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა ლევან  ვეფხვაძემ ისაუბრა. ბიზნეს გარემოში შენარჩუნებულია 2022 წლის ტენდენცია, ასევე შესაფასებელია ერთი მაჩვენებელი, რომელიც მოთხოვნას უკავშირდება.

 

„თუ ბოლო 2-3  წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი კოვიდის პერიოდში კომპანიებისთვის მოთხოვნა ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, დღეს ვხედავთ, რომ ჩვენ მიერ გამოკითხული ბიზნესის მხოლოდ 9% ამბობს, რომ მათ პროდუქციაზე და სერვისებზე მოთხოვნა არის პრობლემა, კომპანიების დაახლოებით 90% გაყიდვებს დადებითად აფასებს. შესაბამისად თუ არის გაყიდვები და ფინანსური ნაკადები, ეს იმას ნიშნავს, რომ დგება ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობა და თავისთავად გამოდის, რომ უნდა დაიწყოს ინვესტიციები და დასაქმდნენ ახალი თანამშრომლები.

 

ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა, დასაქმების მაჩვენებელი გაზრდილია და ეს კორელაციაშია იმ მაჩვენებელთან, რაც ჩვენ ბიზნესიდან გამომდინარე გვაქვს, პანდემიამდელ პერიოდს, რომ შევადაროთ მე ვერ ვიტყოდი, რომ 2019 წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებლები გვაქვს“ -  აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

რაც  შეეხება ბიზნეს სექტორებს, ვეფხვაძე განმარტავს, რომ ყველაზე პოზიტიური განწყობები დაფიქსირდა მშენებლობასა და ვაჭრობაში, თუმცა მრეწველობაში ეს მონაცემი დაბალია. 


 

ვეფხვაძემ დასაქმებულების  ანაზღაურებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დღეს ანაზღაურებაში იგივე ნიშნული არ არის, რაც 2-3 წლის წინ იყო, თუმცა კვალიფიციური კადრების მიმართულებით გამოწვევები ბიზნეს კვლავ აქვს.

 

„ჩვენ ვნახეთ ხელფასებზე 60% - იანი ზრდა. ანალოგიური მაჩვენებელია ამ კვარტალშიც, ეს მაჩვენებელი ძირითადად მერყეობს 20% - ის ფარგლებში და საერთო ჯამში, რომ შევხედოთ საცალო გაყიდვების სექტორში ბოლო ორ წელიწადში ანაზღაურება თითქმის გაორმაგებულია.

 

როდესაც  ჩვენ ბიზნესს ვეკითხებით თუ რა პრობლემების წინაშე  დგანან, ძირითად პრობლემად სამუშაო ძალის მოძიებას ასახელებენ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, თუ ჩვენ არ ვიფიქრეთ ინვესტირებაზე ხვალ და ზეგ შეიძლება  სამუშაო ძალის  არარსებობა ბიზნესისთვის  შემაფერხებელი გახდეს.“ -  აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up