საცობებში „გაჭედილი“ თბილისი - რატომ ხდება მცირე წვიმის დროსაც კი დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაუსაძლისი?

საცობებში „გაჭედილი“ თბილისი - რატომ ხდება მცირე წვიმის დროსაც კი დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაუსაძლისი?

access_time2021-10-08 20:00:00

ბოლო დღე­ე­ბია, თბი­ლის­ში ამინ­დი საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა წვი­მის­გან დას­ვე­ლე­ბულ ქუ­ჩებ­ში შე­ნე­ლე­ბუ­ლია. თუმ­ცა, წვი­მის დროს ან მის შემ­დეგ სა­ცო­ბებ­ში დგო­მის ხან­გრძლი­ვო­ბა თით­ქოს, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია - თუ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებს ავი­ღებთ, მშრალ ამინ­დთან შე­და­რე­ბით, თუნ­დაც ოდ­ნავ წვი­მი­ან ამინ­დში მძღო­ლებს იმა­ზე ბევ­რად დიდ­ხანს უწევთ სა­ცო­ბებ­ში დგო­მა, ვიდ­რე უნდა უწევ­დეთ. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს წვი­მის დროს, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს „ცხრა მთად და ცხრა ზღვად“ აქ­ცევს.



ექ­სპერ­ტი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე:



- რა­ტომ ნელ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა? არ შე­იძ­ლე­ბა, ეს მხო­ლოდ ერთ ფაქ­ტორს მი­ვა­წე­როთ, მაგ­რამ სა­ნამ ამ თე­მის ცო­ტა­თი გაშ­ლას და­ვი­წყებ, შე­მო­გიბ­რუ­ნებთ კი­თხვას. თა­ვად ხომ ატა­რებთ ავ­ტო­მო­ბილს, წვი­მა­ში ანე­ლებთ? თუ კი, ანუ, თქვენ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა, ვერ და­ი­მორ­ჩი­ლოთ ავ­ტო­მო­ბი­ლი. ამი­ტომ, და­ვი­წყოთ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი: პირ­ველ რიგ­ში, რა­საც მე ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, ესაა მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის აღე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდი ვა­კუ­უ­მი - არა პრო­ცე­დუ­რუ­ლად, არა­მედ იმ კუ­თხით, თუ რო­გორ ვსწავ­ლობთ მძღო­ლო­ბას. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან, უკვე ქუ­ჩებ­ში, რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში და­ი­წყე­ბა გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და ადა­მი­ანს ეცო­დი­ნე­ბა, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს სა­ცობ­ში, ჩქა­როს­ნულ გზა­ზე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წარ­მო­შო­ბი­ლი დაბ­რკო­ლე­ბის დროს და ა.შ. პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რია კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის უქონ­ლო­ბა, - თა­ვა­დაც აღი­ა­რებთ, რომ ფრთხი­ლობთ, რათა ავ­ტო­მო­ბი­ლი არ მო­გის­რი­ალ­დეთ. შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ, მა­გა­ლი­თად, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დამ­წყე­ბი, პა­ტა­რა ბავ­შვი ორი ხე­ლის ნაც­ვლად ჯერ ერთი ხე­ლით უკ­რავს, ვი­ნა­ი­დან კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვს და რო­გორც კი ტემპს აუჩ­ქა­რებს, მა­შინ­ვე ეშ­ლე­ბა. ასე­ვეა დამ­წყე­ბი მძღო­ლი, რო­მელ­მაც იცის ოდ­ნავ, ტა­ა­ტით დაძ­ვრა და გა­ჩე­რე­ბა, ასეთ დო­ნე­ზე მარ­თვის მცოდ­ნე რისკ-ჯგუ­ფია - არ ვამ­ბობ, რომ ისი­ნი ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ჯერ არ აქვთ უსაფრ­თხო მარ­თვის უნა­რე­ბი ბო­ლომ­დე შე­ძე­ნი­ლი. ეს ემარ­თე­ბა გა­მო­უც­დელ, ახალ­ბე­და მძღოლს და ესაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა - თა­ვის თავ­ში არაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ წვი­მის პი­რო­ბებ­ში მა­გა­ლი­თად, შეძ­ლებს დრო­უ­ლად და­მუხ­რუ­ჭე­ბას, სწრა­ფად მა­ნევ­რის შეს­რუ­ლე­ბას. ანუ, სა­ერ­თო ჯამ­ში, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია თა­ვის თავ­ში და­ურ­წმუ­ნებ­ლო­ბა, რაც მო­დის ნაკ­ლე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­დან.



გარ­და ამი­სა, ოდ­ნავ მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის დრო­საც კი, ასე ვთქვათ, გუ­ბე­ში „შეჭყლა­პუ­ნე­ბა“, ქარ­თუ­ლი ტერ­მი­ნით რომ ვთქვათ, სა­ბუ­რა­ვის გზის სა­ფა­რი­დან მო­წყვე­ტას იწ­ვევს - ამ პრო­ცესს აკ­ვაპ­ლა­ნი­რე­ბა ჰქვია. ე.ი., სა­ბუ­რა­ვი კი არ მი­გო­რავს გზის სა­ფარ­ზე, არა­მედ მი­ცუ­რავს წყლის ზე­და­პირ­ზე. ამ დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, უმარ­თა­ვი ხდე­ბა. ანუ, დიდი გუ­ბე­ე­ბი ძა­ლი­ან დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. იცით, რომ თბი­ლის­ში გზე­ბის თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან ბევ­რი გა­კეთ­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით გვაქვს ისე­თი გზე­ბი, სა­დაც გუ­ბე­ე­ბი დგე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ნი­აღ­ვრე დიდი წვი­მის გამო იჭე­დე­ბა. გუ­ბის ქვეშ ვერ ვხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამი­ტომ, ვე­რი­დე­ბით და ნელა შევ­დი­ვართ. ეს ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია ჩვენს უკან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­კა­დის და­მუხ­რუ­ჭე­ბა­სა და შე­გუ­ბე­ბას იწ­ვევს.



მე­სა­მე ფაქ­ტო­რია ის, რომ თა­ვის მხრი­ვაც, იქ­ნე­ბა ეს ავ­ტო­ბუ­სი თუ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, ისი­ნი ვერ გა­და­ახ­ტე­ბი­ან ამ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, დამ­წყე­ბი მძღო­ლე­ბის მიერ შე­გუ­ბე­ბულ ნა­კადს. ამი­ტომ, გინ­და, არ გინ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტიც ნელ­დე­ბა და ეს ჯაჭ­ვუ­რად, მთლი­ა­ნო­ბა­ში გვაძ­ლევს იმ სუ­რათს, რა­საც გვაძ­ლევს.



კი­დე­ვაა ერთი ფაქ­ტო­რი - შიგ­ნი­დან მინა ხომ იორ­თქლე­ბა? ბევ­რმა არ იცის შიდა ვენ­ტი­ლა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა. მძღო­ლის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, სა­ქა­რე მი­ნა­ზე რჩე­ბა ისე­თი ორ­თქლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბას ზღუ­დავს. ეს ჰგავს იმას, როცა ცხე­ნებს თვა­ლებ­ზე ორ­ჟებს უკე­თე­ბენ, მარ­ტო პირ­და­პირ რომ იყუ­რონ, შე­სა­ბა­მი­სად, მძღოლს გვი­რა­ბუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა უწევს, მხო­ლოდ პირ­და­პირ ხე­დავს. ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გვერ­დი­თი მხედ­ვე­ლო­ბი­დან უნდა მი­ი­ღოს, ამ შე­ორ­თქლი­ლი მი­ნე­ბის გამო უკვე ჭირს. მოკ­ლედ, ამ ბევ­რი ფაქ­ტო­რის შე­დე­გად ვი­ღებთ იმას, რა­საც ვი­ღებთ. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვი­სურ­ვოთ, რომ მეტი კვა­ლი­ფი­კა­ცია, მეტი ცოდ­ნა, მეტი უკე­თე­სი გზა და სა­ნი­აღ­ვრე იყოს, უნდა ვე­ცა­დოთ, ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე განვტვირ­თოთ წვი­მის დროს სა­ცო­ბე­ბი.



- პირ­ველ რიგ­ში, რით შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს პროგ­რე­სი ამ თვალ­საზ­რი­სით?




- ადრე აცხა­დებ­დნენ, თავი შე­ი­კა­ვეთ მგზავ­რო­ბის­გან, თუ ეს გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არი­სო. თუ ვი­ცით, რომ უნა­რე­ბი ბო­ლომ­დე არ გვყოფ­ნის წვი­მა­ში სა­სი­ა­რუ­ლოდ, თავი შე­ვი­კა­ვოთ, მა­ინ­ცდა­მა­ინც წვი­მა­ში ნუ ვივ­ლით. მე­ო­რეა მუ­შა­ო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, მე­სა­მე - მან­ქა­ნის კარ­გი ცოდ­ნა, მა­გა­ლი­თად, ვენ­ტი­ლა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა; მე­ო­თხე, კარ­გი სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მოგ­ვცემს შე­დეგს.



მე თვი­თონ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ვარ და ქა­ლა­ქის მო­წყო­ბის კუ­თხით მზად ვარ, პა­სუ­ხი ვაგო ჩემს სი­ტყვებ­ზე და მუ­შა­ო­ბის ხა­რისხზე, მით უმე­ტეს, რომ საკ­რე­ბუ­ლო­ში სატ­რან­სპორ­ტო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვარ. მაგ­რამ რა უნდა გა­ვა­კე­თო მე, როცა წვი­მაა და სა­ცო­ბია, უნდა მი­თხრათ, მზად ვარ ჯან­სა­ღი აზ­რი­სა და კრი­ტი­კის მო­სას­მე­ნად - კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბევ­რს ვი­სა­უბ­რებთ ამ თე­მა­ზე, რაც სა­ბო­ლო­ოდ იქამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, გა­და­უ­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ნუს­ხა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.



- რაც შე­ე­ხე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დას, რის შეც­ვლას ვე­ლო­დე­ბით - ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში რომ გად­მო­ი­ნაც­ვლებს გა­მოც­დე­ბი, ეს პრობ­ლე­მა უკვე ამით მოგ­ვარ­დე­ბა თუ კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობთ?



- ძა­ლი­ან სწო­რი აქ­ცენ­ტია. ჩვენ ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ევ­რო­პის­კენ მივ­დი­ვართ, მაგ­რამ რა არის ევ­რო­პის­კენ სი­ა­რუ­ლი? ეს ხომ არ არის ვი­ზის ჩარ­ტყმა პას­პორ­ტში? ეს გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პულ ცხოვ­რე­ბის წეს­თან დაგ­ვა­ახ­ლო­ვებს. ევ­რო­პა­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა ლა­მის დიპ­ლო­მის აღე­ბას უტოლ­დე­ბა. ჩვენ­თან რომ გა­დავ­ხე­დოთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, წა­ვა­წყდე­ბით მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შე­თა­ვა­ზე­ბებს: "მარ­თვის მოწ­მო­ბა 4 დღე­ში“, "მარ­თვის მოწ­მო­ბა 1 კვი­რა­ში გა­რან­ტი­ით“ და ა.შ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც ბი­ძია უშან­გიმ 1 კვი­რა­ში გა­რან­ტი­ით აგა­ღე­ბი­ნოთ მარ­თვის მოწ­მო­ბა, ეს ხომ აბ­სურ­დია?! ჩვენ ხან­და­ხან თავს ვი­ტყუ­ებთ. ამი­ტომ, გა­ნათ­ლე­ბის ის სეგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ჰყოფს მა­ღა­ლი სამ­ძღო­ლო კულ­ტუ­რის ქო­ნას და უსაფრ­თხოდ მარ­თვის მა­ნე­რე­ბის მქო­ნე მძღო­ლე­ბის გა­მოშ­ვე­ბას, სას­წრა­ფოდ სა­რე­ფორ­მოა. ეს გა­და­უ­დებ­ლი და კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მე სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თვე­ბი ამ სფე­რო­ში, რო­მე­ლიც უკვე და­წყე­ბუ­ლია - ვიცი, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის გა­დავ­ლის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში ამის გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა.



მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ზე კი არ არის სა­უ­ბა­რი, სა­უ­ბა­რია ავ­ტოს­კო­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც არა­ვი­თა­რი კომ­პე­ტენ­ცია არ აქვთ, გან­ცხა­დე­ბას გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ და გინ­და, არ გინ­და, იმ ადა­მი­ანს ტა­რე­ბის რო­გო­რი სტი­ლიც აქვს, ისე გას­წავ­ლი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვას. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა შე­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნის მოხ­ვედ­რა ამ სფე­რო­ში. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, უნდა იყოს გა­ნათ­ლე­ბის სეგ­მენ­ტი, სა­დაც მომ­ზად­დე­ბი­ან და გა­დამ­ზად­დე­ბი­ან პე­და­გოგ-ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და­ა­წე­სებს სტან­დარტს, რომ ასე­თი და ასე­თი უნდა იყოს პე­და­გო­გი. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ინ­სტრუქ­ტო­რებ­თან, პე­და­გო­გებ­თან და ასეთ ავ­ტოს­კო­ლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბი დას­ხდე­ბი­ან სა­ჭეს­თან. ჩვე­ნი ავა­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ­ჟა­მად წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 500-ია, არ მიყ­ვარს სი­ტყვა „შემ­ცი­რე­ბა“, ჩვენს გზებ­ზე ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლი ნუ­ლამ­დე უნდა და­ვიყ­ვა­ნოთ, ეს კი პირ­და­პი­რი გზაა უმ­სხვერ­პლო გზე­ბის­კენ.



„სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე, ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი:



- სა­ცო­ბე­ბი არ არის მხო­ლოდ თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, არის ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც უფრო რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ეს შე­იძ­ლე­ბა, იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი ჭარ­ბი ტრან­სპორ­ტით, გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, იყოს სხვა მი­ზე­ზე­ბიც. პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყო­დი, რომ წვი­მის დროს ყვე­ლა მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, ია­როს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით და გა­მო­რი­ცხოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტრან­სპორ­ტი - თუ კარგ ამინ­დში ადა­მი­ანს გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლი შე­იძ­ლე­ბა, ფე­ხით გა­ევ­ლო ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მო­ტო­ციკ­ლით, სკუ­ტე­რით, თუ ვე­ლო­სი­პე­დით ესარ­გებ­ლა, ავ­ტო­მო­ბი­ლის ყო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ჩე­ვანს ავ­ტო­მო­ბილ­ზე აკე­თებს, ამი­ტომ, წვი­მი­ან ამინ­დში გზებ­ზე უფრო ჭარ­ბი ტრან­სპორ­ტია.



ამას­თა­ნა­ვე, წვი­მის დროს ზედ­მეტ სიფრ­თხი­ლეს­თან გვაქვს საქ­მე - მძღო­ლებ­ში არის გან­ცდა იმი­სა, რომ წვი­მა­ში ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბის დროს რის­კი მა­ღა­ლია; წვი­მა­ში ხილ­ვა­დო­ბა უფრო სუს­ტია და ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ იმის გან­ცდაც, რომ მათი ტრან­სპორ­ტი ბო­ლომ­დე გა­მარ­თუ­ლი არ არის. გა­მარ­თუ­ლი ტრან­სპორ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც არის გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი მგზავ­რო­ბი­სას და სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­პარ­კია, რის გა­მოც სიფრ­თხი­ლის გან­ცდა შე­საძ­ლოა, ორ­მაგ­დე­ბო­დეს.



გზებ­ზე ახალ­ბე­და, გა­მო­უც­დე­ლი მძღო­ლე­ბიც ბევ­რი გვყავს, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხონ, თუმ­ცა, წვი­მი­ან ამინ­დში გა­დატ­ვირ­თუ­ლი გზე­ბის, სიფრ­თხი­ლის, ხილ­ვა­დო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის, მა­ღა­ლი სტრე­სის თუ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გამო სა­ცო­ბე­ბის შექ­მნა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვაა ბევ­რი ქა­ლა­ქის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც ჭარ­ბი კერ­ძო ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს.



- რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ გზებს, ქა­ლა­ქის მო­წყო­ბას და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ამა­ზე რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ - შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ მხრივ უკე­თე­სო­ბამ სი­ტუ­ა­ცია შეც­ვა­ლოს, თუ ამ, თქვე­ნი თქმით, ბუ­ნებ­რივ ვი­თა­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა გვი­წევს?



- სა­ცო­ბე­ბის­გან გზე­ბის გან­ტვირ­თვა დიდი გა­მოწ­ვე­ვაა და ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას წლე­ბი სჭირ­დე­ბა. კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გად­მოჯ­დო­მა მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ თუ ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის ქა­ლა­ქე­ბი გვინ­და, ამის­კენ უნდა მი­ვის­წრაფ­ვო­დეთ. ამის­თვის სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა ქვე­ი­თე­ბის­თვის, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს ლო­დი­ნის დრო­ის შემ­ცი­რე­ბას, ერ­თმა­ნეთ­თან ინ­ტერგრი­რე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს. თბი­ლი­სის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა, თუ რა თქმა უნდა, გა­მარ­თუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლი იქ­ნე­ბა. ახლა დე­და­ქა­ლაქ­ში გარ­და­მა­ვა­ლი პრო­ცე­სია და აქ­ცენ­ტე­ბი მარ­თლაც რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე კეთ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ არ ვართ იმ ეტაპ­ზე, რომ კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დავ­თმოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სა­ნაც­ვლოდ. ამ გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ დრო ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა.



წყარო: www.ambebi.ge




თეგები:
წვიმა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up