საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ რეკრეაციული პარკი შეემატება

საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ რეკრეაციული პარკი შეემატება

access_time2022-09-20 15:00:13

„ას გრუპ ინვესტმენტი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და წამყვანი დეველოპერული ჰოლდინგია. კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე 200 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა, პარკის გრანდიოზულ პროექტს აანონსებს, რომლის მსგავსიც საქართველოში არცერთ კერძო ინვესტორს არ განუხორციელებია.


სულ მალე საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ რეკრეაციული პარკი შეემატება, რომელიც  7.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტისთვის გამოყოფილია სოლიდური ინვესტიცია და უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. მშენებლობა დასრულდება 2023 წლის ბოლოს, ხოლო მოსახლეობას 2024 წლიდან საშუალება ექნება ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი არაჩვეულებრივი გარემოთი.


კომპანია „ას ჯორჯიასთვის“ მნიშვნელოვანია უპასუხოს გარემოსდაცვით გამოწვევებს და წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში. მსგავსი მასშტაბის პარკის არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპლექსის მოსახლეობისთვის, არამედ ისანი-სამგორის რაიონის მცხოვრებთათვისაც. ჩვენ გვჯერა, რომ ქალაქის მწვანე საფარის განვითარება ჩვენი მომავალი თაობისთვის გაღებული შეუფასებელი საჩუქარია.






კომპანია „ას ჯორჯია“ წლების წინ გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა, მან მასშტაბური და უპრეცედენტო კომპლექსის მშენებლობით ბიძგი მისცა ისანი-სამგორის რაიონის განვითარებას. შედეგად, დაიწყო აქტიური მშენებლობის პროცესი და უძრავ ქონებაზე ფასების ეტაპობრივი ზრდა.





„დღეს კომპანიამ თამასა აწია, კომპლექსისა და რაიონის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის წამოწყებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დირსის“ მცხოვრებლებმა, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბინა, საუკეთესო ინვესტიცია განახორციელეს. უძრავი ქონების შეძენის მსურველებს კი კვლავ აქვთ საშუალება მოახდინონ კაპიტალის სწორი და მომგებიანი ინვესტირება. ეჭვგარეშეა, რომ, დღესდღეობით, ბაზარზე უძრავი ქონების ფასების ზრდის ტენდენცია, ასევე დირსის ტერიტორიაზე მასშტაბური პარკის  მშენებლობა, ისანი-სამგორის რაიონში ფასების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები გახდება“,- აცხადებენ კომპანიაში.


(R) 





თეგები:
დირსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up