პანდემიური ჩაკეტვის შემდეგ მოძრაობის აღდგენის პარალელურად, ლონდონი საგზაო მოძრაობის თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული ქალაქი გახდა.
სატრანსპორტო ანალიტიკის ფირმის, Inrix-ის თანახმად, ლონდონს 50 ქვეყანაში შერჩეულ 1 000-ზე მეტ ქალაქს შორის ტრაფიკის ყველაზე ცუდი დონე აქვს. სიაში შემდეგი პარიზი, ბრიუსელი, მოსკოვი და ნიუ-იორკია.
ანგარიში, რომელიც იმ ქვეყნების მონაცემებს ეყრდნობა, სადაც Inrix-ს აქვს მონაცემებზე წვდომა, გამორიცხავს ზოგიერთ მკვეთრად დატვირთულ ქალაქს, როგორიცაა ლაჰორი, ლაგოსი და კაირო.
კვლევის თანახმად, ქალაქის ცენტრში გადაადგილება 22%-ით ნაკლებია შეერთებულ შტატებში, ხოლო გაერთიანებული სამეფოში 19%-ით. ეს კლება სახლიდან მუშაობის ჯერ კიდევ შემორჩენილ ტენდენციაზე მიუთითებს.
Inrix-ის თანახმად, გლობალური ტრაფიკი 2021 წელს 2019 წელზე დაბალი იყო, თუმცა შარშანდელთან შედარებით ზრდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ აღდგენაზე მიანიშნებს.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"