სად ახდენს საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს??

სად ახდენს საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს??

access_time2022-07-07 21:00:42

მიმდინარე თვის 7 დღეში საქართველომ ექსპორტზე 32,03 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე განთავსებული ოპერატიული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ივლისში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთსა და აზერბაიჯანში განახორციელა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე თვეში ექსპორტი არ ფიქსირდება რუსეთის და სომხეთის მიმართულებით. 1-7 ივლისს საქართველოში არც ელექტროენერგიის იმპორტი არ ფიქსირდება.


ამ დროისათვის აზერბაიჯანში ექსპორტი 330 კვ ეგხ გარდაბანი-ს მეშვეობით განხორციელდა, სულ 7 დღეში საქართველომ აზერბაიჯანს  15,47 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა.


რაც შეეხება თურქეთს, 7 დღეში სულ ექსპორტირებულია 16,58 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია. თურქეთის მიმართულებით ექსპორტი 400 კვ ეგხ მესხეთი-თ ხორციელდება.



ექსპორტის გარდა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ფიქსირდება ელექტროენერგიის ტრანზიტიც, რომელმაც მთლიანობაში 106,36 მლნ კვტ/სთ-ს შეადგინა.


ესკო-ს საიტზე ამ დროისათვის საქართველოს 2022 წლის ელექტროენერგიის ბალანსის იანვარ-მაისის დაზუსტებული მონაცემებია განთავსებული, საიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველომ ხუთ თვეში სულ ექსპორტზე 272.1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, ექსპორტის მხრივ ყველაზე მოთხოვნადი მაისის თვე აღმოჩნდა, რადგანაც მთლიანი ექსპორტის დიდ ნაწილი სწორედ მაისზე მოდის - 269.358  მლნ კვტ/სთ.


იანვარ-მაისის მაჩვენებლებით ირკვევა, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, სადაც საანგარიშო პერიოდში 219.8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა სომხეთი, სადაც ხუთ თვეში 43.5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა. მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს (8.8 მლნ კვტ/სთ).


იანვარ-მაისში საქართველოს გავლით გატარებული ელექტროენერგიის ბალანსში მოწინავე პოზიციაზე ისევ თურქეთია. ქვეყანამ საქართველო ტრანზიტად 353.7 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენა, მაშინ როდესაც საანგარიშო პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მთლიანი ტრანზიტი 615.8  მლნ კვტ/სთ იყო.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up