ბედნიერების ინდექსის 2022 წლის მაჩვენებლები განახლდა.
უკვე მეხუთე წელია, რაც ფინეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა. სიის სათავეში სკანდინავიური ქვეყნები გვხვდება: მეორე ადგილზე დანია და მესამეზე ისლანდიაა, მეშვიდე და მერვე ადგილები კი შვედეთმა და ნორვეგიამ დაიკავა.
საქართველომ კი 106 ადგილი დაიკავა. ჩვენი ქვეყანა ვენესუელასა და ალჟირს შორისაა.
კვლევები, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ადრე ჩატარდა. მიუხედავად ამისა, რუსეთი და უკრაინა ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ტოპ 100-ში დაბალ პოზიციებზე იყვნენ: რუსეთი 74-ე ადგილზე, ხოლო უკრაინა 108-ე ადგილზე.
შეგახსენებთ, სტატისტიკის შესაქმნელად, გლობალური გამოკითხვის შედეგებს იყენებენ იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. გამოკითხვაში მნიშვნელოვანია კრიმინალის დაბალი მაჩვენებელი, თითოეული ქვეყნის მშპ, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დონე..