აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც საქმიანობას ზედამხედველობას უწევს.
მისი პოსტი კი ირაკლი ქარქაშაძემ დაიკავა, რომელიც გუშინ თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. ბოლო დრომდე, ირაკლი ქარქაშაძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა.