თხილის გადამამუშავებელმა ქართულმა კომპანია ,,ჯორჯიან პროდაქტ რენესანსმა" წარმოებას ამერიკული ჯიშის კაკლის, პეკანის გადამუშავების ხაზი დაამატა.
კომპანიის თანადამფუძნებელი, ლევან ბოლქვაძე ამბობს, რომ მოსავალი სრულად ექსპორტზე ევროკავშირში გავიდა.
მისი თქმით, ბაზარზე მაღალ კონკურენციას არალეგალური სეგმენტი განაპირობებს. კერძოდ, მცირე მწარმოებლებს, არაღიარებული აფხაზეთის გზით პეკანი რუსეთში გააქვთ.
,,პირველი წელი, როცა პეკანის მოსავალი მივიღეთ, 2020 იყო და წელს გადავამუშავეთ. ზაფხულში გავუშვით საექსპორტოდ. ახლა უკვე ახალი მოსავლის მიღებაც დაწყებული გვაქვს. საკმაოდ მაღალი ფასით დაიწყო ბაზარზე ვაჭრობა, რადგან მცირე მწარმოებლებს აფხაზეთიდან არალეგალური გზით რუსეთში გადააქვთ პროდუქცია. შესაბამისად, ეს ქმნის მაღალ კონკურენციას. მათი პროდუქცია გადამუშავების გარეშე გადის.
რაც შეეხება ჩვენს ნაწილს, მოტივირებული ვართ, რაც შეიძლება მეტი გადავამუშაოთ და ჩვენი მყიდველების მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ამ პროდუქტზე. ჩვენ ამ ეტაპისთვის პოლონეთში გავიტანეთ პეკანი. სხვა ქვეყნებშიც არის მოთხოვნა, თუმცა ის რაოდენობა, რაც მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ფიზიკურად არ გვქვს“, - განაცხადა ლევან ბოლქვაძემ.
წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“