სად მალავენ იახტებს რუსი მილიარდერები

სად მალავენ იახტებს რუსი მილიარდერები

access_time2022-10-24 19:30:54

სასანქციე დაპატიმრებისგან თავის არიდების მიზნით რუსული სუპერიახტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება თურქეთია, სადაც ნავსადგურების ფასი მაშინვე გაორმაგდა. რუსი მილიარდერები თავიანთი გემებისთვის უსაფრთხოდ, ასევე, დუბაის, მალდივისა და სეიშელის კუნძულებს მიიჩნევენ. ინფორმაციას რუსული Forbes ვებგვერდ Marinetraffic.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც იახტების მოძრაობას ადევნებს თვალყურს.


Marinetraffic.com-ის ცნობით, თურქეთის სანაპირო ზოლი 7000 კმ-ზე მეტია და იქ იახტებისთვის რამდენიმე ძირითადი პორტია. მათგან ყველაზე პოპულარული ბოდრუმი, მარმარისი, გეჩეკი და ფეთხიეა. სწორედ ამ პორტებში აქვთ ჩაშვებული ღუზა რუსი მილიარდერების იახტებს.

თურქეთი

მარმარისის პორტში „ნოვატეკის“ თანამფლობელ ლეონიდ მიხელსონის 150 მლნ დოლარის იახტა, Pacific გამორთული ტრანსპონდერებით 5 ივნისს შევიდა. გემი რადარიდან მაისის დასაწყისში, ბაჰამის კუნძულებისკენ მიმავალ გზაზე გაქრა.
აპრილში, სტამბოლის მახლობლად, ბოსფორში ოლეგ დერიპასკას 58 მლნ დოლარის ღირებულების 62 მეტრ სიგრძის გემი, Clio დგას. ასევე, სტამბოლის სანაპიროსთან არის მისი 20 მლნ დოლარის იახტა, Sputnik.


მარმარისში მარტის დასაწყისში ჩავიდა და ჯერ კიდევ თურქეთის სანაპიროებთან დგას რომან აბრამოვიჩის 340 მლნ დოლარისა და 162 მეტრ სიგრძის იახტა, Eclipse.


აბრამოვიჩის კიდევ ერთი, 140-მეტრიანი სუპერიახტა, Solaris ბოდრუმის კურორტზე აპრილში შევიდა. ერთი კვირით ადრე გემი მონტენეგროს პორტში ნახეს.


ამჟამად თურქეთში დგას 55-მეტრიანი Halo და 68-მეტრიანი Garcon, რომლებიც, ასევე, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. Garcon ქალაქ ფეთხიეს მახლობლად, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო Halo სამხრეთით, გოჩეკის პორტში არის გაჩერებული.


დეველოპერ ანდრეი მოლჩანოვის 130 მლნ ევროს ღირებულების Aurora, ესპანეთში შეკეთების შემდეგ, თურქულ გეჩეკში მარტში შევიდა.
დომოდედოვოს თანამფლობელის, დიმიტრი კამენშჩიკის 136 მეტრ სიგრძისა და 400 მლნ დოლარის Flying Fox გეჩეკში დომინიკის რესპუბლიკიდან ჩავიდა.


ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის ყოფილი თანამფლობელის, ისკანდერ მახმუდოვის იხტა, Predator, რომლის ღირებულებაც 55 მლნ დოლარია, დასავლეთ თურქეთის ეგეოსის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კუშადასის პორტში 16 მარტს შევიდა.
110 მლნ დოლარის ღირებულების იახტა, Romea, რომელიც ICT Group-ის მფლობელ ალექსანდრ ნესის ეკუთვნის, გეჩეკში ივნისის დასაწყისიდან დგას.


საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ პრეზიდენტ დიმიტრი რიბოლოვლევის იახტა, Anna თურქულ გეჩეკში ივნისის დასაწყისში ჩავიდა, ხოლო ამჟამად გემი თურქულ მარმარისშია.



არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის აქვს მთელს სპარსეთის ყურეში უდიდესი პორტი, ჯებელ ალი, სადაც 2020 წლის სექტემბერში ნავსადგური, Dubai Harbor Marina გაიხსნა. ის 1100 იახტაზე არის გათვლილი, ხოლო გემის მაქსიმალური ზომა, რომელსაც ნავსადგური იტევს, 160 მეტრია. საამიროებში იახტების განლაგება, ასევე, შესაძლებელია რაშიდისა და ალ ჰამრიას პორტებში.


მაისის დასაწყისში „ევრაზის“ თანამფლობელ ალექსანდრე აბრამოვის კუთვნილი 82 მლნ დოლარის Titan-მა სუეცის არხი გადალახა და თურქეთის ბოდრუმში ჩავიდა, საიდანაც 10 ოქტომბერს დუბაისკენ გაემართა. იახტა ახლაც იქ იმყოფება.


USM-ის თანამფლობელ ანდრეი სკოჩის 156 მლნ დოლარისა და 99-მეტრიანი იახტა, Madame Gu პორტ რაშიდში 25 მარტს შევიდა. აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის ხელისუფლებამ იახტის დაკავების ორდერი გასცა.


88-მეტრიანი Nirvana, რომელიც „ნორნიკელის“ თანამფლობელ ვლადიმირ პოტანინს ეკუთვნის, დუბაიში არის გაჩერებული.
ციმბირის ქვანახშირის ენერგეტიკული კომპანიისა და EuroChem-ის ყოფილი თანამფლობელის, ანდრეი მელნიჩენკოს ძრავიანი იახტა A, რომელიც 204 მლნ დოლარის ღირებულებისაა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაისის ბოლოს ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ მელნიჩენკოს ამავე სახელწოდების იალქნიანი იახტა იტალიაში სანქციების შედეგად დააკავეს.


მალდივები

ოლეგ დერიპასკას იახტა, Clio, რომელიც თურქეთში აპრილიდან დგას, მანამდე მალდივებში იმყოფებოდა.
140-მეტრიანი იახტა, Ocean Victory, რომლის ღირებულებაც 460 მლნ დოლარია, მალდივებზე 1 მარტს ჩავიდა, რის შემდეგაც გემზე ტრანსპონდერები გაითიშა. იახტა მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის თანამფლობელ ვიქტორ რაშნიკოვს ეკუთვნის.


სეიშელის კუნძულები

იური მილნერის 129 მლნ დოლარის ღირებულების იახტა Andromeda-მ აპრილის შუა რიცხვებში სეიშელის კუნძულებზე შეცურა. მაშინ მილიარდერი ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქე იყო, თუმცა ზაფხულში მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. გემი დღემდე სეიშელის კუნძულებზეა.


ჰონგ კონგი

ალექსეი მორდაშოვის კუთვნილი 142-მეტრიანი იახტა, Nord ჰონგ კონგში 5 ოქტომბერს ჩავიდა. მანამდე გემი იმყოფებოდა რუსეთის „დოლნივოსტოკში“ იმყოფებოდა, სადაც ის სეიშელის კუნძულებიდან მილიარდერის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემოღებისთანავე ჩავიდა. „სევერსტალის“ თანამფლობელი ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. ჰონგ კონგმა, სადაც მისი იახტა დღემდე დგას, გემის დაპატიმრების მიზეზი ვერ გამონახა. ამის გამო აშშ-ის ხელისუფლებისგან გაფრთხილება მიიღო.


ბალი

დეველოპერ ალექსანდრე სვეტაკოვის იახტა, 73-მეტრიანი Cloudbreak, რომლის ღირებულებაც 90 მლნ დოლარია, ბალიში ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდა. თუმცა ამჟამად იახტა ახალი გვინეის სანაპიროსკენ მიემართება.


ეგვიპტე

„მაგნიტის“ დამფუძნებლის, სერგეი გალიცკის 104-მეტრიანი იახტა, Quantum Blue მარტის დასაწყისში მებაჟეებმა მონაკოს ერკულის პორტში დააკავეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გემმა სამთავროს წყლების დატოვება შეძლო. 16 მარტს 225 მლნ დოლარის ღირებულების Quantum Blue ეგვიპტის ქალაქ პორტ საიდში ჩავიდა, რის შემდეგაც მისი ტრანსპონდერები გაითიშა.



წყარო: https://www.bpn.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up