მეზობელ ქვეყნებს შორის, საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი სომხეთშია, შემდეგ მოდის საქართველო და სამეულში ბოლო ადგილას აზერბაიჯანია.
საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 602.97 დოლარია, სომხეთში — 627.76 დოლარი, აზერბაიჯანში კი 488.235 დოლარი.
take-profit.org-ის მიხედვით, საქართველოში საშუალო ხელფასის მაქსიმალური რაოდენობა თვეში 1320 ლარია, ხოლო მინიმალური 321 ლარი.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში მინიმალური ხელფასის მაქსიმალური ოდენობა 68 000 დრამია, ხოლო მინიმალური 5000 დრამი. აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასის მაქსიმალური რაოდენობა 250 მანათია, ხოლო მინიმალური 1.1 მანათი.
რაც შეეხება საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნებას, ჩვენთან დღემდე კამათის საგანია, კანონით უნდა განისაზღვროს თუ არა მინიმალური ანაზღაურება. მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში 20 ლარია, თუმცა ეს ჩანაწერი კანონში 90-იანი წლების ბოლოდან არსებობს, მას შემდეგ არავის შეუცვლია და სიმბოლურ ხასიათს ატარებს.