სად შეხვდნენ შობას ყველაზე უცნაურად - ტრადიციები

სად შეხვდნენ შობას ყველაზე უცნაურად - ტრადიციები

access_time2022-01-08 09:50:49

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ოჯახს საკუთარი ტრადიციები აქვს. ზოგს შემწვარი ინდაური მოსწონს, ზოგს – გოჭი. ზოგი ირმებს სტაფილოს უტოვებს, ზოგი კი სანტას – ღვეზელს. ზოგი სასეირნოდ მიდის, ზოგიც დღეს საშობაო ფილმების ყურებაში ატარებს.

ამ მეტ-ნაკლებად მსგავსი წეს-ჩვეულებების გარდა, ზოგიერთ ქვეყანაში შობას სრულიად განსხვავებული და უჩვეულო ტრადიციებით ხვდებიან.

გაგაცნობთ მსოფლიოში არსებულ რამდენიმე ყველაზე უჩვეულო საშობაო ტრადიციას და თუ გსურთ, ამ შობას რაიმე განსხვავებული და სახალისო სცადოთ, შეგიძლიათ რამდენიმე მათგანი თქვენს საშობაო ტრადიციებში დანერგოთ.

კატა Yule, ისლანდია

ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საშობაო ტრადიცია ისლანდიური საშობაო ფოლკლორიდან მოდის და მიმართულია ბავშვების წახალისებასა და დასჯაზე. ლეგენდის თანახმად, შობის პერიოდში, დათოვლილ ქალაქებსა და მინდვრებში გიგანტური კატა ტრიალებს. კატა ჭამს ყველას, ვისაც ახალი ტანსაცმელი არ აცვია.  

ტრადიციულად, ფერმერები კატა Yule-ს თავიანთი მუშებისთვის სტიმულის მისაცემად იყენებდნენ – ვინც ბევრს შრომობდა, ტანსაცმლის ახალ კომპლექტს მიიღებდა, მაგრამ ვინც არ იმუშავებდა, გიგანტური კატის მსგავსი მხეცი გადაყლაპავდა.

დღეს ისლანდიაში საშობაოდ ახალ ტანსაცმელში გამოწყობა და საჩუქრები უმთავრესი ტრადიციაა. ისლანდიელებს სჯერათ, რომ ამით საყვარელ ადამიანებსა და ახლობლებს თავიდან ააცილებენ მოულოდნელ დაღუპვას.

 ბოლოკის ქანდაკებები, მექსიკა

ყოველწლიურად, მექსიკის ქალაქ ოახაკაში, შობის წინა დღეს ღონისძიება „ბოლოკების ღამე“ აღინიშნება. ეს ბოსტნეულის დაჭრისა და გამოქანდაკების კონკურსია. მონაწილეები წარმოუდგენლად კრეატიულები ხდებიან და ბოლოკისგან ამზადებენ ყველაფერს – შობის სცენებს, ფანტასტიკური მონსტრების გამოსახულებებსა და მრავალგვარ დეკორაციას. გამოფენის სანახავად და მხიარულებაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქს ათასობით ადამიანი სტუმრობს. ღონისძიებისთვის საჭირო ბოლოკი სპეციალურად, ქიმიკატებისა და სასუქების დახმარებით მოჰყავთ. შედეგად, ბოსტნეული უზარმაზარი იზრდება და ადვილად დასამუშავებელი ხდება. სამწუხაროდ, მხიარული და ზღაპრული ნამუშევრების ხილვა მხოლოდ რამდენიმე საათითაა შესაძლებელი – ვიდრე ბოსტნეული გახმება და ფიგურები დაიშლება. 

ფეხსაცმელები ბუხართან, ნიდერლანდები


ყოველწლიურად, 25 დეკემბრის წინა დღეებში, ნიდერლანდელი ბავშვები მოუთმენლად დებენ ფეხსაცმელს ბუხართან იმ იმედით, რომ Sinterklaas ღამით მათ პატარა საჩუქრებითა და ტკბილეულით აავსებს. ფეხსაცმელში ბავშვები ტრადიციულად, Sinterklaas-ის ერთგული ცხენისთვის, სახელად ამერიგოსთვის, სტაფილოს ტოვებენ.

ძველ დროში ცელქი ბავშვები საჩუქრების ნაცვლად კარტოფილს იღებდნენ. თუმცა, „კარტოფილით დასჯის“ პრაქტიკას დღესდღეობით აღარ იყენებენ.

შემწვარი მუხლუხო, სამხრეთ აფრიკა

საშობაო კერძებზე ფიქრისას, ალბათ, ყველას საშობაო ღვეზელი ან ინდაური ახსენდება. თუმცა, სამხრეთ აფრიკაში, ადგილობრივები ყველაზე მოუთმენლად მუხლუხოების კერძს ელოდებიან – სადღესასწაულო შემწვარი ჭიაყელები იღბალს აძლევს ყველას, ვინც მას გადაყლაპავს.

მუხლუხოებს საშობაო სუფრისთვის საგულდაგულოდ წვავენ. ამბობენ, რომ მას ჩაის გემო დაჰკრავს და ამასთან, პროტეინების წყაროა.

„გადამალეთ ცოცხები!“  ნორვეგია

ნორვეგიული ფოლკლორის თანახმად, შობის ღამეს ბოროტი სულები და ჯადოქრები აქტიურდებიან და ცაში უშვებენ ბოროტებასა და უწმინდურებას. იმის გამო, რომ ჯადოქრები ხშირად იყენებენ ცოცხებს, როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ნორვეგიული ოჯახებისთვის ტრადიციაა ცოცხებისა და საწმენდი ჯოხების გადამალვა. ნივთები საიმედოდ უნდა დაიმალოს, რათა ჯადოქრებმა ადვილად ვერ მიაკვლიონ და ვერ გამოიყენონ.


7 უცნაური საახალწლო ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან

ცუდი სანტა, ავსტრია

საშობაო დღეებში ავსტრიის ქუჩებში მგლის მსგავსი არსება – კრამპუსი გამოდის სათამაშოდ. კრამპუსი წმინდა ნიკოლოზის ერთგვარი ანტიპოდია. ის ქუჩებში ცუდი ქცევის მქონე ბავშვების საძიებლად დაეხეტება. ავსტრიაში, დეკემბერში საზარელნიღბიან ფიგურებს ხშირად ნახავთ – ისინი თანაბრად აშინებენ ბავშვებსა და მოზრდილებს.

ტრადიციის გათვალისწინებით, ყოველი წლის დეკემბერში იმართება კრამპუსის რბენა, სადაც ადამიანები საშინელი არსებების კოსტიუმებს იცვამენ და სოფლებსა და ქალაქებში დარბიან.

ფეხსაცმლის სროლა, ჩეხეთი

ჩეხეთში, შობის ღამეს, დასაქორწინებელ გოგონებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, შეიტყონ თავიანთი რომანტიკული მომავლის შესახებ. ამისთვის, ტრადიციის თანახმად, ჩეხი ქალბატონები კარის პირისპირ დგებიან და მხარს ზემოდან ფეხსაცმელს ისვრიან. თუკი ფეხსაცმელი დაცემის შემდეგ წინა ნაწილით კარისკენ მიუთითებს, ის დაქორწინდება. მაგრამ თუკი ფეხსაცმელი სხვა მიმართულებას უჩვენებს, ქალბატონს კიდევ ერთი წელი მოუწევს ლოდინი.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up