საქართველოში ბანანის მოხმარება 12,45%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 16,339.78 ტონა ბანანი (ახალი ან ხმელი) შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14 530.44 ტონა. 2022 წლის ხუთ თვეში იმპორტირებული ბანანის საერთო ღირებულება 12 416.97 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2021 წლის ხუთ თვეში კი 9 617.88 მლნ დოლარი.
საქართველოსთვის ბანანის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ეკვადორია, საიდანაც ხუთ თვეში საქართველომ მთლიანად მოხმარებული ბანანის უმეტესობა, 15,433.90 ტონა შემოიტანა, რომლის ღირებულებამაც 11 761.14 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ბანანის იმპორტიორი ქვეყნების TOP-3 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც ქვეყანამ 692.74 ტონა ბანანი იყიდა. მესამე ადგილზე კი კოსტა-რიკაა, საიდანაც საქართველოში 139.39 ტონა ბანანი შემოვიდა.