საქართველოში კონტაქტური ლინზების იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით 2023 წლის იანვარში ქვეყანაში 0.34 ტონა კონტაქტური ლინზების იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის იანვარში კი 0.09 ტონის.
2023 წლის იანვარში კონტაქტური ლინზების იმპორტი დაფიქსირდა ორი ქვეყნიდან, ესენია: თურქეთი და გერმანია. იანვარში თურქეთიდან 0.24 ტონა კონტაქტური ლინზა შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებამაც 15.38 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გერმანიას, იანვარში გერმანიიდან საქართველოში 39.25 ათასი დოლარის ღირებულების 0.10 ტონა კონტაქტური ლინზა შემოვიდა.
ბოლო 10 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით კონტაქტური ლინზის იმპორტი 2022 წელს დაფიქსირდა, საუბარია საანგარიშო წლის განმავლობაში 7.52 ტონა კონტაქტური ლინზის იმპორტზე.
2022 წელს იმპორტირებული კონტაქტური ლინზის 48%-ი ჩინეთზე მოდის. იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში იყო ასევე გერმანია, თურქეთი, საფრანგეთი, რუსეთი.