ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.
გაერთიანების მიერ გამოქვეყნებული სტატისტკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 14,06 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,11 ათასი ტონით ანუ 17,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (11,95 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 2,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,4%-ს შეადგენს და თურქეთიდან - 2,59 ათასი ტონა (18,4%). შემდეგ მოდიან: რუსეთი - 1,76 ათასი ტონა (12,5%); გერმანია - 1,34 ათასი ტონა (9,5%) და სხვ.
8 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,7 ათასი ტონა, რაც 28 ათასი ტონით ანუ 50,3%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 62,8% (52,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,9% (12,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 13,4% (11,2 ათასი ტონა) - თურქეთდან და სხვ;